⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.08.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.07.2013
ძალის დაკარგვა 02.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №176
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017343
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,560 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2013 მიღება
02.08.2013 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
სამშენებლო სამუშაო ‑
განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 2
საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუ­როს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკ­რულებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №176 2013 წლის 11 ივლისი    ქ.თბილისი შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამ­ტ­კიცდეს თანდართული „შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონ­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლო­ბაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომ­­სახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ივლისის №280 დადგენილება.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „ქართული კვების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში ‑ წესი) შემუშავე­ბუ­ლია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ­ლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ქართული კვების კომპანიისა“ და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (შემდგომში ‑ საწარმო) საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეცი­ალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალის­წი­ნებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. 3. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელ­დება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთ­ხოვ­ნები/მოქმედება. 4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკის (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზა­ციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავში­რებული სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამო­ყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების სა­ფუძველზე. 5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტი­ლება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს „სახე­ლ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა ‑ საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომ­სახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, საკონსუ­ლ­ტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოების და სხვ.); ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში ‑ საწარმო) ‑ შპს „ქართუ­ლი კვების კომპანია“ და მისი შვილობილი საწარმოები; გ) შპს „ქართული კვების კომპანიის“ შვილობილი საწარმო ‑ საწარმო, რომელშიც შპს „ქართული კვების კომპანიას“ ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „ქართული კვების კომპანიის“ და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღემატება 50%-ს; დ) შესყიდვის ობიექტი ‑ შესასყიდი საქონელი და მომსახურება; ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები ‑ იდენტური, ასევე არაიდე­ნ­ტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახა­სიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდ­ვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ ‑ კონკურენციისა და სა­ხელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცე­ბუ­ლი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; ვ) საქონელი ‑ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო ‑ განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; თ) მომსახურება ‑ შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახუ­რება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ი) პრეტენდენტი ‑ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური; კ) მიმწოდებელი ‑ პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ლ) ელექტრონული ტენდერი ‑ სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს; მ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ‑ სახელმწიფო შესყიდ­ვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს; ნ) გამარტივებული შესყიდვა ‑ შესყიდვის საშუალება, როდესაც შეს­ყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით; ო) ფასთა გამოკითხვა ‑ შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც სა­ქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია  ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრი­ტე­რიუმი, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასა­შვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორი­ტეტუ­ლობის კოეფიციენტს; პ) საფასური ‑ სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენი­სათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და­დ­გენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორ­განოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბ­რუ­ნებას არ ექვემდებარება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა; ჟ) გამოქვეყნების საფასური ‑ საწარმოს მიერ საკონკურსო განცხა­დე­ბისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის კა­ნო­ნით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადა­სახ­დელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდე­რისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტით; რ) მექანიკური შეცდომა ‑ დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალ­მის­მიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას; ს) კომისია ‑ საწარმოს დირექტორის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სატენდერო კომისია.  მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ‑ ხელშეკრულება); ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბა­მისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობე­ბის შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართვე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შეს­ყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დადგე­ნილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუ­როს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკ­რულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „გამარტი­ვებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ‑ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპ­რილის №9 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანო­ბას: ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებისა­თვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას; ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენ­ტაციისა და სხვა მასალების მომზადებას; გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას; დ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გა­მართვას; ე) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველო­ბას. 2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის გან­ხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანო­ბის შესახებ. 3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორციე­ლება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იური­დიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი; ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორ­განიზაციაში; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავ­შირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 4. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მო­სამზადებელ სამუშაოებში. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგ­რე­თ­ვე ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონა­წი­ლეების მიმართ. მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები 1. თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, შესყიდვა ხორციელდება საწარმოს დირექტორის გადაწყვე­ტი­ლებით  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გარდა იმ შემთხვე­ვე­ბისა, როდესაც საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილებით შესყიდვა ხორციელდება ფასთა გამოკითხვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. 2. თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საწარმოს დამფუძნებლის (პარტნიო­რის) გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის, ფასთა გამოკითხვის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებათა გამოყენე­ბის შესახებ, რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინი­ს­ტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები­საგან შექმნილ სამუშაო ჯგუფთან. 3.  სამუშაო ჯგუფი 3 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას და აცნობებს პარტნიორს. ამ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა მი­იჩნევა საკითხზე ავტომატურ თანხმობად. 4. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს დირექტორი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება­მოსილი პირი (პირები). მუხლი 6🔗. ფასთა გამოკითხვა 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეადგინოს დოკუმენ­ტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის, მომსახურების შეს­ყიდვის შემთხვევაში. 2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზა­ცი­ის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს. 3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატები­თი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა იღებს მოწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწილე­ობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დო­კუმენტებს: ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები იურიდიული პირის შემთხვევაში უნდა იყოს ხელმოწერილი მონაწილე პირის ხელ­მძღვანელის მიერ. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგანი­ზაციას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შესყიდვის ობიექ­ტთან დაკავშირებით. 8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრუ­ლად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი. მუხლი 7🔗. სატენდერო კომისიის აპარატი 1. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაცი­ული უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს დირექტორის ბრძანებით, ამ საწარმოს თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 2. სატენდერო კომისიის აპარატი ვალდებულია, ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი­ული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელ­შეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადი­ანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ‑ ხელშეკრულების მოქმე­დე­ბის ვადის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაე­ცემა საწარმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დადგენილი წესით შესანახად. მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს საწარმოს სატენდერო კომისია ყოველი კონკრეტული შეს­ყიდვისათვის. მუხლი 9🔗. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. 2. მიმწოდებელთან გამარტივებული შესყიდვის, ფასთა გამოკითხვის საშუალებებით დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ელექტრო­ნული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძ­ველ­ზე დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას ახორციე­ლებს სატენდერო კომისია. მუხლი 10🔗. ანგარიშის წარდგენა 1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წა­რუდგენს საწარმოს კაპიტალის 20%-ზე მეტი წილის მფლობელს ან მმარ­თველ სუბიექტს ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარ­ტამდე. 2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამი­სად. დანართი ანგარიში საწარმოს მიერ _______ წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ № შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი) შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება მიმწოდებელი მხარის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა