გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2013
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.148.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2013
matsne.gov.ge 922 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №34 2013 წლის 12 ივლისი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახური (შემდგომში ,,სამსახური”) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური, ბუნებრივი  სამრეწველო ინტერესების საფუძველზე შექმნილი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარულ და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირებას.   2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.  3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის  საშტატო განრიგით.   4. სამსახურის ადგილსამყოფელია: გორი, სტალინის გამზ. №16. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1.  სამსახურის ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლების აღრიცხვა, რაციონალური გამოყენების, რეგისტრაციის და დაცვის ღონისძიებების ზედამხედველობა;  ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვა და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ მიწის მინაკუთვნის გამოყოფა წყლის გამოყენებისა და დაცვის დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში;  გ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის  სამუშაოებზე წინადადებების მომზადება; დ)  მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხალშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;  ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სასმელი წყლით წყალსარგებლობის, დაცვასთან და მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებში სახელმწიფო სტრუქტურებთან და საწარმოებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა:  ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა: ზ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის წესების განსაზღვრა და შემუშავება: თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა:  ი) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა:  კ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა; ლ) გარემოზე ზემოქმედების რისკფაქტორებზე ინფორმაციის შეგროვება და კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებზე მიწოდება;  მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობაზე, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, პესტიციდებზე, აგროქიმიკატებზე და ვეტერინარულ კარანტინის შესახებ ღონისძიებებში  მონაწილეობა, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ კუთხით წარმოქმნილ რისკფაქტორებზე კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;  ნ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფოს დაგეგმილი და მიმდინარე აგრარული პროექტებისადმი ხელშეწყობა. მათ შორის, აგროსასურსათო სექტორის რენტაბელობის ზრდის მიზნით, ეკოლოგიური ბიოპროდუქციის  წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგობრივი კოოპერატივების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობის მიზნით და აგროსაწარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადგილობრივი ინტერესების გამოსავლენად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;  ო) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარულ და ეკოლოგიაში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;  პ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.    2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად სამსახურმა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განახორციელოს ყველა იმ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობებში მონაწილეობა, რომელიც მოცემულ სფეროებში მუნიციპალიტეტის ინტერესების სხვადასხვა სამართლებრივ ფაქტორებს უკავშირდება. ამ მიზნით, მოამზადოს წინადადებები, რეკომენდაციები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი რესურსი, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოსა და გორის თვითმმართველობის ერთობლივ ანგარიშვალდებულებაზე და პრობლემატური საკითხების ერთობლივად გადაჭრაზე. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ- ერთი თანამშრომელი. 2. სამსახურის საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც დადგენილი წესით, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.  4. სამსახური ანგარიშვალდებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. თავი II სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. 2. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მივლინებების და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.    3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. 4. ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს.  5. ორგანიზებას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწამოებს მათ პირად მიღებას.  6. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 5🔗. სამსახურის მოსამსახურის უფლებამოსილება სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს:  ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით: ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან:  გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა:   დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;   ე) აუნაზრაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;   ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. მუხლი 6🔗. სამსახურის მოსამსახურის ვალდებულება სამსახურის მოხელე მოვალეა:  ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად: ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა  და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები: გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ე) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს  და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;  ვ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება; ზ)   იზრუნოს  კვალიფიკაციია ამაღლებაზე;  თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზრვრული სხვა მოვალეობები. თავი III დასკვნითი დებულებანი მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.