გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარული და ეკოლოგიური სტაბილურობის რეგულირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2013 წლის 12 ივლისი ქ. გორი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო განრიგით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: გორი, სტალინის გამზ. №16.
ა) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის წყლების აღრიცხვა, რაციონალური გამოყენების, რეგისტრაციის და დაცვის ღონისძიებების ზედამხედველობა;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ფონდის განკარგვა და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ მიწის მინაკუთვნის გამოყოფა წყლის გამოყენებისა და დაცვის დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში;
გ) თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოებზე წინადადებების მომზადება;
დ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხალშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სასმელი წყლით წყალსარგებლობის, დაცვასთან და მავნე ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებში სახელმწიფო სტრუქტურებთან და საწარმოებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა:
ვ) უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა:
ზ) ადგილობრივი ტყის ფონდით სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის წესების განსაზღვრა და შემუშავება:
თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის ტყითსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების წარდგენა:
ი) სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა:
კ) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა;
ლ) გარემოზე ზემოქმედების რისკფაქტორებზე ინფორმაციის შეგროვება და კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებზე მიწოდება;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობაზე, ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, პესტიციდებზე, აგროქიმიკატებზე და ვეტერინარულ კარანტინის შესახებ ღონისძიებებში მონაწილეობა, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ კუთხით წარმოქმნილ რისკფაქტორებზე კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
ნ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფოს დაგეგმილი და მიმდინარე აგრარული პროექტებისადმი ხელშეწყობა. მათ შორის, აგროსასურსათო სექტორის რენტაბელობის ზრდის მიზნით, ეკოლოგიური ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის დარგობრივი კოოპერატივების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობის მიზნით და აგროსაწარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადგილობრივი ინტერესების გამოსავლენად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
ო) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვის, აგრარულ და ეკოლოგიაში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად სამსახურმა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განახორციელოს ყველა იმ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობებში მონაწილეობა, რომელიც მოცემულ სფეროებში მუნიციპალიტეტის ინტერესების სხვადასხვა სამართლებრივ ფაქტორებს უკავშირდება. ამ მიზნით, მოამზადოს წინადადებები, რეკომენდაციები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი რესურსი, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოსა და გორის თვითმმართველობის ერთობლივ ანგარიშვალდებულებაზე და პრობლემატური საკითხების ერთობლივად გადაჭრაზე.
2. სამსახურის საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც დადგენილი წესით, გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
2. წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მივლინებების და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4. ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს.
5. ორგანიზებას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწამოებს მათ პირად მიღებას.
6. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით:
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან:
გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა:
დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე) აუნაზრაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად:
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები:
გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ე) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ვ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;
ზ) იზრუნოს კვალიფიკაციია ამაღლებაზე;
თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზრვრული სხვა მოვალეობები.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.