„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;“.
4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 10 ივლისი 2013 წ. N803-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №803-რს. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.05.001.017021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №803-რს, 10.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.017021 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1969072/