⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2017)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.07.2013
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №12/02-03
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,886 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2013 მიღება
04.10.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება №12/02-03 ქ. თბილისი 2013 წლის 15 ივლისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 81-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 თებერვლის №9 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება’’.  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების შესახებ’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2012 წლის 26 ოქტომბრის №23 ბრძანება.    3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    მინისტრი                                                                                 კორნელი სალია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რაგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), (შემდგომში - წარმომადგენლობა) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და  „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და ვრცელდება წარმომადგენლობის მოხელეებზე, წარმომადგენლობაში თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, ასევე განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. კონკურსის/ატესტაციის განხორციელების პრინციპები კონკურსის/ატესტაციის განხორციელების პრინციპებია: ა) ობიექტურობა; ბ) გამჭვირვალობა; გ) არადისკრიმინაციულობა; დ) საჯაროობა; ე) კოლეგიურობა; ვ) კორექტულობა. თავი II. კონკურსი/ატესტაცია მუხლი 3🔗. კონკურსის/ატესტაციის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ)  მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე)  მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ)  მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. 3.  კონკურსის/ატესტაციის ამოცანებია: ა) კანდიდატის/მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) კანდიდატის/მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, წარმომადგენლობა აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2.  შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) წარმომადგენლობის და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს; ბ)  კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ)  შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე)   განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ)   კომისიის მისამართს. 3. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა. 4. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.      6. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 5🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (შემდგომში - წარმომადგენლობის ხელმძღვანელი) რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან (შემდგომში - მინისტრი) და კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2.  ატესტაციას ექვემდებარება: ა)  მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ)  მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.  4. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 5. მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ. 6.  ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს წარმომადგენლობის აპარატი და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 7. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1.  კონკურსს/ატესტაციას ატარებს კომისია. 2.  კონკურსი/ატესტაცია შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა)  წერითი დავალება ან/და გასაუბრება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება. 3. კონკურსის/ატესტაციის პროგრამას, ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას კანდიდატის მიერ დასაკავებელი/მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკურსის/ატესტაციის პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 4. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარმომადგენლობის აპარატში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს წარმომადგენლობის აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 5.მოხელეს უფლება აქვს, ატესტაციის  დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 6. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს  წარმომადგენლობის აპარატი. 7.   გასაუბრების პროცესში დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8.ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. მუხლი  7🔗. კონკურსის/ატესტაციის მონაწილის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 4.  კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)  მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ)  მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 6. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და წარმომადგენლობის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 8🔗. კონკურსის/ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული კანდიდატის/მოხელის კონკურსის/ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში (დანართი №2), რომელიც ივსება ერთპირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. 3.  მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს შევსებიდან 2 დღეში. 4. კონკურსის/ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მოახსენებს კონკურსის პროცესის დასრულებიდან 5 დღეში, ხოლო ატესტაციის პროცესის დასრულებიდან - ერთ კვირაში. 5.  კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 6. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსის/ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის დანიშვნის, საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების/დაქვეითების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8.  თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. 9. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. მუხლი 9🔗. კონკურსზე/ატესტაციაზე გამოცხადების წესი 1. კანდიდატი/მოხელე კონკურსზე/ატესტაციაზე უნდა გამოცხადდეს კომისიის მიერ დადგენილ დღესა და დროს. დაგვიანების შემთხვევაში, კანდიდატი/მოხელე კონკურსის/ატესტაციის პროცედურებზე არ დაიშვება. 2. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 10🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 3.  საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4.   საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5.  საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6.  საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7.  საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9.  კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, ხოლო მოხელეს – ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს – 2 დღისა. საპრეტეზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზების შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 11🔗. კონკურსის/ატესტაციის შედეგების გასაჩივრება კონკურსის/ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონდებლობის შესაბამისად. თავი III. კომისია მუხლი 12🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად წარმომადგენლობაში იქმნება კომისია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. 2.   კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3.   კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად. 4. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. მუხლი 13🔗. კომისიის თავმჯდომარე 1.  კომისიის თავმჯდომარეს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით და მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 2. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 3. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის შექმნის შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.                       მუხლი 14🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 2.  კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 3.  მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება. მუხლი 15🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის/მოხელის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის/მოხელის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის კონკურსის მიმდინარეობისას, შესაბამისი კომისიის წევრის მიერ კანდიდატის/მოხელის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი. მუხლი 16🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი –––––––––––––––––––––––––––––––– საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები დადებითი და უარყოფითი მხარეები წახალისება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ხელმოწერა –––––––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––––––– დანართი №2 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი და ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები –––––––––––––––––––––––––––––– თარიღი ––––––––––––––––––––––––