პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №287
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 233 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №287 2013 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი“ (დანართი №1). 2. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3). 3. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ანკეტის ფორმა“ (დანართი №4). 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანება. 5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან და მათ საფუძველზე დევნილის მოწმობის გაცემა განხორციელდეს 2014 წლის 1 მარტამდე. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე