სს „ქ. თბილისის ორგანო–თერაპიული პრეპარატების ქარხანა“აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „ქ. თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანა“

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ

 

„მეწარმეთა შესახებ “საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე ,  2013 წლის  7 აგვისტოს 13 00   საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება „ქ. თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანა“, ს/№206027173  აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 2-ში (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. საზოგადოების რეორგანიზაციის საკითხის გადაწყვეტა (საზოგადოებიდან შპს „ალექსანდრე 2“-ის გამოყოფა, გამოყოფის გეგმის დამტკიცება);

2.  საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვა;

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ახალი შემადგენლობის არჩევა.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 10 ივლისი   სააღრიცხვო დღის მდგომარეობით. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ  სს „ქ. თბილისის ორგანოთერაპიული პრეპარატების ქარხანის“  ადმინისტრაციაში  ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2013 წლის 7 აგვისტოს 1200  საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და წარმომადგენლობის შემთხვევაში – მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაც ი ის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში  –  ქ. თბილისში, მოსკოვის გამზ. 25-ში , ტელ. :  599380718

 

საზოგადოების დირექტორი

თეიმურაზ ცხვედიანი

 

16. 07. 2013 წ.