ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.07.2013
ძალის დაკარგვა 27.08.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №179
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.017346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 25.08.2021
დოკუმენტის ტექსტი
ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2013 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანება „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანება „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი