შპს „მალი XXI”–ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე აკაკი ბერიანიძე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2013 წლის 19 ივლისი

სპეციალისტი:

შპს „მალი XXI”- ის (ს/ კ 202463342 )

დირექტორ ი: ზვიად მირიანაშვილ ი

მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117

ელფოსტა: specialist@mali.ge

სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M034

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

აკაკი ბერიანიძე, პირადი № 24001002823, მცხოვრები: კასპი მ.კოსტავას ქ. N 148

აუქციონის ჩატარების დრო:

05.08.2013 წლის 13:00 სთ- დან  08.08.2013 წლის 13:00 სთ- მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

ეAუცტიონ.გე , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:

10764.96 ლარი და 730 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: კასპი ს რაიონი , სოფელი ნიგოზა; მიწის ნაკვეთი: 50378.30 კვ.მ

საკადასტრო კოდი: 67.02.05.010

უძრავი ნივთის აღწერა: რაიონი კასპი, სოფელი ნიგოზა. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო (სახნავი); დაზუსტებული ფართობი: 50378.30 კვ.მ;

საკადასტრო კოდი: 67.02.05.010

გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშ ო ბა;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა eAuction.ge უნდა დაარეგისტრიროს საბანკო გარანტია შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშწორებით eAuc tion.ge ვებგვერდზე მითითებულ ანგარიშზე 2. eAuqcion.ge -ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით. 3. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

 გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი, ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „მ ალი XXI” ,  დირექტორ ი                        ზვიად მირიანაშვილ ი