ოქმი „საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“

მიღების თარიღი 12.07.2013
ძალაში შესვლა 12.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №179/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2013
matsne.gov.ge 254 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2013 მიღება
12.07.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი „საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმი საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველო და ვანუატუს რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ; მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას; მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად; საქართველო აღიარებს ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და ვანუატუს რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით; მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2013 წლის 12 ივლისს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით _________________ მისი აღმატებულება ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ვანუატუს რესპუბლიკის სახელით _________________ მისი აღმატებულება ბატონი დონალდ კალპოკასი მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან