სს „კაუჩუკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „კაუჩუკის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
2013 წლის 12 აგვისტოს, 12 საათზე ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №
79-ში (სს „კაუჩუკის” ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე) მოწვეულია სს „კაუჩუკის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღე დ დადგენილია 2013 წლის 11 ივლისი.
შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „კაუჩუკის“ 46.42540%-ის წილის მფლობელი აქციონერი ჯუმბერ ვასაძისთვის ნების დართვა „სს „კაუჩუკის“ 2007-2012 წლების და 2013 წლის მიმდინარე პერიოდის შპს აუდიტ ო რ ულ ფირმა „ბაკაშვილი და კომპანიის“ მიერ აუდიტორულ შემოწმებაზე იმ პირობით, რომ ჯუმბერ ვასაძე თავად გადაიხდის მომსახურების საფასურს.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წინადადება „სს „კაუჩუკის“2007-2012 წლების და 2013 წლის მიმდინარე პერიოდის შემოწმება განახორციელოს შპს „დანი-აუდიტმა“ იმ პირობით, თუ ჯუმბერ ვასაძე თავად გადაიხდის მომსახურების საფასურს.
3. აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს 11 საათიდან.
● სს „კაუჩუკის“ რიგგარეშე საერთო კრება ტარდება 46.42540%-ის მფლობელის ჯუმბერ ვასაძის მოთხოვნით.
● დღის წესრიგის საკითხებზე და კრების ჩატარების თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციაა: დაკმაყოფილდეს აქციონერ ჯუმბერ ვასაძის მოთხოვნა და ჩატარდეს რიგგარეშე საერთო კრება, კრებამ იმსჯელოს მის მიერ შემოთავაზებულ აუდიტორულ ფირმაზე და ასევე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ ფირმაზეც;
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორთან” (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74ა, VII სართული, ტელ: 222 64 18) ან მის წარმომადგენლობაში ქ.ბათუმში (ზურაბ გორგილაძის ქ. № 37, ბ. 19 ტელ 599 15 88 06).
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
სს „კაუჩუკის” დირექტორი
ა.ბაღათურია