„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სახელმწიფო რეესტრის შესახებ 01.06.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) 121 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობების გაცემა;
ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
თ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ი) უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ლ) მოქალაქეობისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
მ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ნ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
ო) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და შეცვლა;
პ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოსილებების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№807–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №807. სარეგისტრაციო კოდი — 040.150.000.05.001.003.386.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №807, 19.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.003.386 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19720/