„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი

მიღების თარიღი 16.07.2013
ძალაში შესვლა 16.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №555-1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2013
matsne.gov.ge 433 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.07.2013 მიღება
16.07.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის  სამინისტროს სახელით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი ოქმი თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა გააძლიერონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის, ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილი აქვთ რა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას, პარტნიორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, აღიარებენ და ადასტურებენ რა, სხვადასხვა დონეზე დიალოგის მნიშვნელობას და სარგებლიანობას ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო დონეზე აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთინტერესს. წარმომადგენელთა დონე, კონსულტაციების დღის წესრიგი, ადგილი და თარიღები შეთანხმდება დიპლომატიური არხების საშუალებით. კონკრეტული პრიორიტეტული საკითხების განსახილველად შეიძლება შეიქმნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები. მუხლი 2🔗 კონსულტაციები კონკრეტულად შეიძლება მიეძღვნას: a)  პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების  სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ასევე საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად ახალი ფორმების შემუშავებას; b) რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის მქონე საკითხებს; c) ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებს, მონტენეგროსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის სფეროში მიღებული გამოცდილების გაცვლის ჩათვლით; d) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებს; e) უსაფრთხოების საკითხები: შეიარაღებაზე კონტროლი, განიარაღება, ტრანსნაციონალური ტიპის გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლა, შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული რეჟიმებისა და მექანიზმების ჯეროვანი ფუნქციონირება და იმპლემენტაცია. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორსაც წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღის, მასთან დაკავშირებული მასალების და ტექნოლოგიების გაუვრცელებლობა, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი, მათ შორის მცირე და მსუბუქი შეიარაღებით ვაჭრობა, საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ა.შ. f) საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ საკითხებს და ზოგად განვითარებას, კერძოდ, დაკავშირებულს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, და სხვა საერთაშორისო უნივერსალურ და რეგიონალურ ორგანიზაციებთან; g)ორმხრივი ხელშეკრულებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. მუხლი 3🔗 მხარეები შექმნიან ხელსაყრელ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთქმედებისათვის, განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, საჭიროებისამებრ გამონახავენ პირდაპირი კავშირების დამყარების სხვადასხვა ფორმებს. მუხლი 4🔗 წინამდებარე ოქმის ნებისმიერ დებულებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული ცვლილებები და დამატებები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ძალაში შევა წინამდებარე ოქმის მეხუთე მუხლით გათვალისწინებული დებულებების თანახმად. მუხლი 5🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. ოქმის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5-წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარემ, წერილობით არ განცხადა ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის  შესახებ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე. შესრულებულია ქ. პოდგორიცაში  2013 წლის 16 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, მონტენეგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარად აუთენტურია. დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის  სამინისტროს სახელით