„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111–117 პუნქტები:
„111. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:
ა) 90-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;
ბ) მე-60 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია.
112. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:
ა) 30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;
ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 200 ლარია;
გ) მე-10 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია.
113. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისა და განცხადების შეტანიდან:
ა) 30-ე დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარია;
ბ) მე-20 დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადებისათვის მომსახურების საფასური 150 ლარია.
114.დროებითი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან ნებართვის:
ა) 30-ე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 180 ლარია;
ბ) მე-20 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია;
გ) მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 380 ლარია.
115. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან ნებართვის:
ა) 30-ე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 180 ლარია;
ბ) მე-20 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 300 ლარია.
116. ემიგრაციის ნებართვის შესახებ განცხადების შეტანიდან ნებართვის:
ა) 30-ე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 60 ლარია;
ბ) მე-20 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 160 ლარია.
117.მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადების შეტანიდან დასკვნის:
ა) მე-15 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 30 ლარია;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 50 ლარია;
დ) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური 75 ლარია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№808–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №808. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.060.05.001.003.387.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №808, 19.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.05.001.003.387 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19726/