„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №178 |
|
2013 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის: |
ა)
მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.“; |
ბ)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დიპლომატიურ თანამდებობაზე ვაკანსიის შევსების წესი 1. დიპლომატიურ თანამდებობაზე არსებული ვაკანსია, შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეივსოს: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა” - ,,დ” , „ვ”, ,,ზ“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით; ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის დანიშვნით; გ) დიპლომატიური თანამდებობიდან გადაყვანის წესით; დ) კონკურსის წესით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ - ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.“; |
გ)
მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
,,მუხლი 91. ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე პირის დროებით მოვალეობის შემსრულებელად დანიშვნა 1. ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი შესაძლებელია ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნოს დროებით მოვალეობის შემსრულებლად არაუმეტეს 6 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით. დაუშვებელია ამ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის ხელახალი ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. 3. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ვაკანტური თანამდებობის შევსებამდე, ამ თანამდებობაზე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებელს წერილობით უნდა ეცნობოს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.”; |
დ)
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა დროული ურთიერთშენაცვლების მიზნით, როტაცია იგეგმება წელიწადში ორჯერ (იანვარი და ივლისი).“; |
ე)
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე.“; |
ვ)
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|