„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№825-რს
სარეგისტრაციო კოდი
010270000.05.001.017027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 91 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

 „ო1) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება;“.

3. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო4“ ქვეპუნქტი:

„ო4) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას;“.

4. 231 მუხლის „ტ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ2) სოციალურ-კულტურული, განათლებისა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება;“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 342 მუხლი:

„მუხლი 342. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

1. აკრძალულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.

  2. დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები:

ა) იქმნება 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით;

ბ) მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9-საათიანი, 10-საათიანი ან 12-საათიანი, 2 დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში;

გ) უნდა ახორციელებდნენ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ  შესაძლებლობათა განვითარებისა და მისი ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა სრულყოფისაკენ;

დ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი სასმელი წყლით, აგრეთვე ცხელი წყლით, კანალიზაციით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით;

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით;

ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N825-რს