⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.07.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2013
ძალის დაკარგვა 30.07.2014
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.169.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,001 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.2013 მიღება
30.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №19 2013 წლის 23 ივლისი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის  №45 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი დანართი დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის    განვითარების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება განსაზღვრავს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება- მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების; აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულებების და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მოკლე და საშუალოვადიანი ეკონომიკური პროგნოზირება; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადების უზრუნველყოფა; გ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გამგებლისთვის წარდგენა; დ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; ვ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემას, ასევე, გადაცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; ზ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სტიქიური უბედურებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში მოსახლეობის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის; ი) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განვითარების ხელშეწყობა; ლ) მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში; მ) მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებათა განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: 1. ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება; 2. საამშენებლო და ინფრასტრუქტურის  განყოფილება. მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი . 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) ქმნის სამსახურის თანამშრომლისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს; ე) წარუდგენს გამგებელს წერილობით წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; თ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს გამგებლის დავალებით ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; ი) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, საკრებულოს წინაშე. მუხლი 5🔗. განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება  ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალური ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების კოორდინირებას კანონმდებლობის შესაბამისად; 2. წინადადებების მომზადებას მის კომპეტენციაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ; 3. თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის შედგენას, გამგებლისათვის წარსადგენად სათანადო წინადადებებისა და პროექტების მომზადებას; 4. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადაცემული თვითმმართველი ერთეულის ქონების გამოყენებისა და ამ ქონებით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას; 5. საკრებულოში წარსადგენად თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისათვის წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; 6. თვითმმართველი ერთეულის ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ორგანიზებას; 7. წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას. გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა მოწესრიგებას; 8. თვითმმართველი ერთეულის მიწის რესურსების მართვის ორგანიზებას; 9. ქონების გადასახადის და მოსაკრებლების განაკვეთების დადგენაზე წინადადებების შემუშავებას; 10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადასახადის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურული სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; 11. მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენას, განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების კონტროლს; 12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; 13. ტურიზმის, კურორტების და რეკრეაციის განვითარების საკითხების შემუშავებას და პროექტების დაგეგმვას; 14. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშების უზრუნველყოფას. მუხლი 7🔗. საამშენებლო და ინფრასტრუქტურის განყოფილება საამშენებლო და ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს: 1. მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებების მომზადებას; 2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას; 3. ქალაქთმშენებლობითი პირობების (გეგმარებითი დავალებები) მოწესრიგებას, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შეთანხმებას, შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმებას; 4. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მშენებლობის ნებართვების მომზადებას; 5. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადების მომზადებას; 6. ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას; 7. გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; 8. ნორმატიულ-სამართებლივი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა სახის საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას, მათი მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებას და შეთანხმებას საპატრულო პოლიციასთან; 9. წინადადებების მომზადებას ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების თაობაზე; 10. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; 11. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვისა და მის განსახორციელებლად შესაბამისი პროექტების მომზადებას; 12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ შედეგებზე პრევენციული და აღდგენითი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი პროექტების მომზადებას; 13. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვიანობას და წინადადებების მომზადებას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შესახებ. მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე. 3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.