„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №195 |
|
2013 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებით (სსმ, 100040000.22.038.016037, 22/03/2011) დამტკიცებული წესის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. სატრანსპორტო საშუალებები. 4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები. 6. ოპტიკური ხელსაწყოები. 7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. 8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი. 9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 10. გადასამრავლებელი აპარატები. 11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, დაშლილ მდგომარეობაში ან/და კუსტარულად დამზადებული ერთჯერადი სამართებელი გადაკეთებული მჩხვლეტავ ან ბასრ საგნად. 12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 13. ბანქო. 14. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები. 15. მობილური ტელეფონები. 16. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა). 17. კომპასები. 18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი. 19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
|
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი). 3. თამბაქო და ასანთი. 4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და საწოლის ნივთები. 5. საცვლები (თბილი და უბრალო). 6. წინდები, კოლგოტკები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები. 7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი). 8. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის). 9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში). 10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები. 11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი. 12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები. 13. ლიტერატურა. 14. ჟურნალ-გაზეთები. 15. სპორტული ტანსაცმელი. 16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები. 17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. 18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით). 19. ტელევიზორები, რადიომიმღებები. 20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით). 21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).“. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.07.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №195. სარეგისტრაციო კოდი — 100040000.22.038.016202.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №195, 31.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1974264/