„ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2013-2015 წლებში კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა

მიღების თარიღი 24.06.2013
ძალაში შესვლა 25.06.2013
გამომცემი ორგანო ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით       _________________________ ბატონი ზეევ ელკინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ნომერი №31/22
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2013
matsne.gov.ge 1,617 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2013 მიღება
25.06.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

„ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2013-2015 წლებში კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა „ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2013-2015 წლებში კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა საქართველოს  მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში „მხარეები“), გამოთქვამენ რა სურვილს გააღრმავონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და ხელი შეუწყონ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაცვლებს, ეყრდნობიან რა, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის კულტურულ, საგანმანთლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ხელმოწერილია იერუსალიმში, 1995 წლის 19 ივნისს, მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მათი ურთიერთობების განვითარებას და  ორივე ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, და თანხმდებიან ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის მხარები შეთანხმდნენ 2013, 2014 და 2015 წლებისთვის თანამშრომლობის შემდეგ პროგრამაზე: თანამშრომლობის სფეროები 1. კულტურისა და ხელოვნების ექსპერტთა გაცვლა ზოგადი მიმოხილვა აღნიშნავენ რა ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების მნიშვნელობას,  მხარეები მიესალმებიან ორმხრივი კულტურული საქმიანობის მაღალ დონეს. მხარეები ადასტურებენ თავიანთ განზრახვას განაგრძონ ორივე ქვეყანაში მოქმედ კულტურულ დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა. მხარეები ხელს შეუწყობენ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს იმ  საჯარო და კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების დახმარებას, რომელნიც ჩართულნი არიან  საქართველოში ისრაელის კულტურული საქმიანობისა და ისრაელში საქართველოს კულტურული საქმიანობის ხელშეწყობასა და დაფინანსებაში. 1.1 მხარეები ხელს შეუწყობენ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით, მუსიკის, თეატრის, სახვითი ხელოვნების, ძერწვის და ქანდაკების, დიზაინის, ქორეოგრაფიისა და ყველა სხვა  მხატვრული ჯგუფების ან ფიზიკური პირების ურთიერთგაცვლას, რომლებიც მონაწილეობენ ტურებში, ფესტივალებში და სხვა კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ერთობლივ წარმოდგენებში, სემინარებში, მხატვრულ გამოფენებსა და შეხვედრებში. გარდა ამისა, მხარეები ხელს შეუწყობენ ხელოვნების კრიტიკოსთა, კულტურის სფეროში მოღვაწე მეცნიერთა და ჟურნალისტთა ვიზიტებს, მეორე ქვეყანაში მიმდინარე სოციოლოგიური და კულტურული პროცესების უკეთ გაგების მიზნით. 1.2 საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალები: მხარეები ხელს შეუწყობენ წარმოდგენებსა და საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალებში მონაწილეობისათვის ექსპერტთა და ხელოვანთა  ურთიერთგაცვლას. აღნიშნულ გაცვლასთან დაკავშირებული დეტალები, როგორიცაა ხელოვანთა რაოდენობა და მათი ყოფნის ხანგრძლივობა, ეფუძნება ნაცვალგების პრინციპს და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმებული იქნება მხარეთა ან/და შესაბამისი დაწესებულებების მიერ. ამგვარი მონაწილეობის გამარტივების მიზნით, მხარეები ერთმანეთს წინასწარ და დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ თავიანთ ქვეყანაში მთავარი საერთაშორისო ფესტივალების ჩატარების შესახებ. ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისა და დაწესებულებების ვებ-გვერდებზე. 1.3 ძერწვა და ქანდაკება, ფოტოგრაფია და დიზაინი: მხარეები ითანამშრომლებენ სახვითი ხელოვნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვის სფეროში. ისინი უზრუნველყოფენ გამოფენათა გაცვლას და ხელოვანთა, ხალხური რეწვის ოსტატთა, ხელოვნების ექპერტთა და ტრადიციული ხალხური ნამუშევრების სპეციალისტთა შორის თანამშრომლობას. 1.4  არქიტექტურა: მხარეები უზრუნველყოფენ არქიტექტორთა და არქიტექტურულ დაწესებულებათა შორის უშუალო თანამშრომლობას და არქიტექტორთა ურთიერთგაცვლას, ასევე ინფორმაციის გაზიარებასა და გამოფენათა ხელშეწყობას. 1.5 მუზეუმები და გამოფენები: მხარეები უზრუნველყოფენ ორივე ქვეყნის მუზეუმებს, გალერეებსა და მსგავს დაწესებულებებს შორის უშუალო კონტაქტს, აგრეთვე სპეციალისტთა, კურატორთა, მასალების, სპეციალური ექსპონანტებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამედროვე მხატვრული გამოფენების, მათ შორის მუზეუმებიდან ხელოვნების ნიმუშების, ოფიციალური და ალტერნატიული საგამოფენო ადგილების, კერძო გალერეების, ხელოვანთა მოსამზადებელი სკოლებისა და გალერეების ურთიერთგაცვლას და ერთობლივი თანამედროვე ხელოვნების პროექტების განხორციელებას. 1.6. მუსიკა: მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი კომპოზიტორების ნამუშევრების წარდგენას მეორე ქვეყანაში. კლასიკური და თანამედროვე მუსიკის სფეროში, ისინი მხარს დაუჭერენ მუსიკოსებს (დირიჟორებს, სოლისტებს და სხვ.), მუსიკალურ ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, ასოციაციებს, ორკესტრებს და კონსერვატორიებს შორის უშუალო კონტაქტებს, მათ შორის ჩანაწერთა ურთიერთგაცვლასა და პირად ვიზიტებს კომერციულ და არაკომერციულ  საფუძველზე. მხარეები შეეცდებიან გაამარტივონ ორივე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ  მთავარ ფესტივალებში, კონკურსებსა და ღონისძიებებში თავიანთი მუსიკოსების, ასევე ჟიურის წევრებისა და დამკვირვებლების მონაწილეობა. 1.7. ქორეოგრაფია მხარეები უზრუნველყოფენ მოცეკვავეთა, ქორეოგრაფთა, ქორეოგრაფიის სპეციალისტთა, მასწავლებელთა და ცეკვის ფესტივალების ორგანიზატორთა  ურთიერთგაცვლას. მხარეები ასევე ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას მრავალმხრივი კულტურული თანამშრომლობის განვითარებაში. 1.8 თეატრი: მხარეები ხელს შეუწყობენ მსახიობთა, რეჟისორთა, დრამატურგთა, კრიტიკოსთა და სხვა პირების გაცვლას. მხარეები ასევე ერთობლივად  მიიღებენ მონაწილეობას მრავალმხრივი კულტურული თანამშრომლობის განვითარებაში. 1.9 მხარეები ხელს შეუწყობენ ზემოთ აღნიშნულ ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ექსპერტების/ხელოვანების/პროდიუსერების/კურატორების ყოველწლიურ ვიზიტებს არაუმეტეს ხუთი (5) დღისა. მხარეებს შორის პროექტები შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. 2. კულტურული მემკვიდრეობა და არქეოლოგია 2.1 მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთთნამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ. გარდა ამისა, ისინი ხელს შეუწყობენ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ინტერესის მქონე ადგილების დაცვას. 2.2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, მხარეები  უზრუნველყოფენ უშუალო თანამშრომლობას დაწესებულებებს შორის. ისინი ასევე  გაცვლიან სპეციალისტებს, მეცნიერ-მუშაკებს, სარეკლამო მასალებს და აგრეთვე ინფორმაცია სემინარების შესახებ. 2.3. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით უკანონოდ ვაჭრობის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები ხელს შეუწყობენ შესაბამის ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას. 2.4. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას არქეოლოგიური გათხრების, ურბანული კონსერვაციისა და არქიტექტურული კვლევების სფეროში. აღნიშნული თანამშრომლობის დეტალები შეთანხმებული იქნება ორივე მხარის კომპეტენტური დაწესებულებების მიერ. 2.5. მხარეები, თავიანთ ქვეყნებში, ხელს შეუწყობენ შესაბამისი ორგანოების მიერ არქეოლოგიური შინაარსის მქონე ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას. ისინი აგრეთვე უზრუნველყოფენ წინამდებარე პროგრამის მოქმედების ფარგლებში საერთო ინტერესის თემებზე ერთობლივი სემინარების მოწყობას. 2.6. ზემოაღნიშნული პროგრამის მოქმედების ფარგლებში, მხარეები ყოველწლიურად, ოთხ (4) დღემდე ვადით, გაცვლიან არქეოლოგიის, სიძველეთა დაცვის, არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რესტავრაციის ან  კონსერვაციის სფეროში მომუშავე ერთ (1) ექსპერტს. 3. ლიტერატურა და წიგნის ბაზრობა 3.1. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ერთი ქვეყნის თანამედროვე პროზის, პოეზიის და სხვა ლიტერატურული ნამუშევრების მეორე ქვეყნის ენაზე თარგმნის ხელშეწყობის მიზნით. მხარეები აგრეთვე  უზრუნველყოფენ თარგმნილი ლიტერატურის გავრცელებას. სწორედ ამ მიზნით, წინამდებარე პროგრამის მოქმედების პერიოდში, მხარეები ყოველწლიურად გაცვლიან სამ (3) პირს (მწერლებს, პოეტებს და თარჯიმნებს) ხუთ (5) დღემდე ვადით. 3.2. მხარეები უზრუნველყოფენ მწერლებისა და რედაქტორების მონაწილეობას სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და პოეზიის საღამოებში, რომლებიც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ლიტერატურულ საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობას. ყოველწლიურად, ხუთ (5) დღემდე ვადით, მხარეები უზრუნველყოფენ პოეტებისა და მწერლების მონაწილეობას ფესტივალებსა და ლიტერატურულ ღონისძიებებში. 3.3. მხარეები უზრუნველყოფენ  გამომცემლობებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის პირდაპირი კონტაქტს. 3.4. წინამდებარე პროგრამის ძალაში ყოფნის პერიოდში, თითოეული მხარე მეორე მხარეს მიიწვევს თავის  ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო წიგნის  ბაზრობებში მონაწილეობის მისაღებად, როგორც კომერციულ,  ისე არაკომერციულ საფუძველზე.  ისრაელის მხარე იწვევს საქართველოს მხარეს იერუსალიმის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც იმართება იერუსალიმში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. www.jerusalembookfair.com საქართველოს მხარე იწვევს ისრაელის მხარეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაში მონაწილეობის მისაღებად. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: www.gpba.ge 4. კინემატოგრაფია და აუდიო-ვიზუალური ხელოვნება 4.1. მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთ შესაბამის ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო კინოფესტივალებში ფილმებისა და კინორეჟისორების მონაწილეობას. მხარეები ხელს შეუწყობენ მეორე ქვეყნის ფილმების რეტროსპექტივას, რომელიც გაიმართება  საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში. ინფორმაცია ძირითად კინოფესტივალებთან დაკავშრებით გაიცვლება დიპლომატიური არხების მეშვეობით. 4.2. მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთ ქვეყანაში მეორე ქვეყნის ფილმების კვირეულების ჩატარებას. ამგვარი კვირეულების ფარგლებში ეკრანიზებული ფილმი უნდა შეიცავდეს ინგლისურ ტიტრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფილმი არ არის ინგლისურენოვანი. 4.3. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს ექსპერტთა ან საზოგადო მოღვაწეთა ორმხრივ ვიზიტებს. ამ მიზნით, მხარეები ყოველწლიურად, ხუთ (5) დღემდე ვადით გაცვლიან ორ (2) ექსპერტს, თითოეული კინოსა და აუდიოვიზუალური ხელოვნების სფეროდან, ფესტივალებში, კონფერენციებში, განხილვებში, შეხვედრებში, რეტროსპექტივაში და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. 4.4. მხარეები უზრუნველყოფენ კინოსა და სატელევიზიო ექსპერტთა, ასევე კინოებსა და ტელევიზიებს შორის თანამშრომლობას. მხარეები მიესალმებიან კინოსა და სატელევიზიო სკოლებს შორის, ასევე ეროვნულ კინოთეატრებს შორის უშუალო თანამშრომლობას და მოცემულ სფეროში სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლას. 4.5. მხარეები გამოხატავენ დაინტერესებას ქართველ და ებრაელ კინოპროდიუსერთა ერთობლივი საქმიანობის განვითარებაში. მომავალში ფილმების ერთობლივი წარმოების გამარტივების მიზნით, მხარეები განიხილავენ და გააფორმებენ შეთანხმებას კინო და ვიდეოფილმების ერთობლივი წარმოების შესახებ. 4.6.  მხარეები გამოხატავენ სურვილს გაღრმავდეს სატელევიზიო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა, ასევე მასალების  (მხატვრული და დოკუმენტური ფილმების) და მოცემულ სფეროში ექსპერტთა ურთიერთგაცვლა კომერციულ და არაკომერციულ საფუძველზე. 5. არქივები და ბიბლიოთეკები 5.1. მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივ თანამშრომლობას სახელმწიფო საარქივო განყოფილებებს და საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებს შორის, თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე და ექსპერტების, სამეცნიერო ნაშრომების, მიკროფირების, წიგნების, ციფრული ინფორმაციის, დოკუმენტების ასლების, მონაცემთა ბაზების და რეგულაციების გაცვლის მეშვეობით. ურთერთგაცვლა განხორციელდება თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის  შესაბამისად,  მხარეთა ბიუჯეტების  ფარგლებში. 5.2. პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი არქივების/ბიბლიოთეკების სტრუქტურის, ასევე სწავლისა და კვლევის მეთოდების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მხარეები განიხილავენ ხუთი (5) დღის ვადით, ერთი (1) არქივარიუსი და ბიბლიოთეკარის გაცვლის საკითხებს. 6. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ კულტურის სფეროში იუნესკოსა (UNESCO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა ევროკავშირი და ევროპის საბჭო, ინფორმაციის გაცვლისა და საერთო სამოქმედო პროგრამების განხორციელების მიზნით. ზოგადი დებულებები 7. ინტელექტუალური საკუთრება 7.1. მოცემული პროგრამის ფარგლებში მოპოვებული ყველა მასალის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით, თითოეული მხარე  გამოიყენებს სამართლებრივი საშუალებებს თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის  თანახმად. 7.2. მოცემული პროგრამის თანახმად, საერთო საქმიანობის შედეგად   შეძენილი ან შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა  მინიჭება განხორციელდება ურთიერთშეთანხმებული პირობებით, რომლებიც აისახება  ერთობლივი საქმიანობის დაწყებამდე  გაფორმებულ ცალკეულ შეთანხმებებში.  8. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, მოცემული პროგრამის ფარგლებში, მოპოვებული რაიმე კომერციული ღირებულების მქონე კონფიდენციალური ინფორმაცია გადასცეს მესამე მხარეს, იმ მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რომლისგანაც მიიღო ეს ინფორმაცია. 9. ფინანსური დებულებები 9.1. ფინანსური და სხვა დებულებები, ისევე როგორც  ღონისძიებათა ჩატარების განრიგი, შეთანხმდება ორივე ქვეყნის შესაბამის ორგანოებს შორის ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე. რაიმე კონკრეტული შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ფინანსური ზომები განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, კერძოდ: · გამგზავნი მხარე დაფარავს თავისი დელეგაციის საერთაშორისო მგზავრობისა და  სპეციალურ აპარატურასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ·  მიმღები მხარე დაფარავს თავის ქვეყანაში ბინით უზრუნველყოფისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. 9.2. პირთა  გაცვლა: გაცვლა რეგულირდება შემდეგნაირად: ·  თითოეული მხარე, დელეგაციის ან ცალკეულ პირთა ვიზიტის მოსალოდნელ  თარიღამდე არანაკლებ სამოცი (60) დღით ადრე გადაუგზავნის მეორე მხარეს  მონაცემებს ინგლისურ ენაზე (რეზიუმე/მოკლე ბიოგრაფია, ვიზიტის მიზანი, სასაუბრო ენები, სავარაუდო მარშრუტი,  ჩასვლისა და გამგზავრების სავარაუდო თარიღები). ·  მიმღები მხარე დაუდასტურებს ინფორმაციის მიღებას ოცდაათი (30) დღის მანძილზე, ან უმოკლეს ვადებში. ·  მოწვეული პირები ან დელეგაციები კომუნიკაციას განახორციელებენ მიმღები ქვეყნის ან დაწესებულების ენაზე, ან ინგლისურად, ან ორმხრივად შეთანხმებულ რომელიმე სხვა ენაზე. ·   ყოველი პიროვნება ან დელეგაცია პასუხისმგებელია საკუთარ სამედიცინო დაზღვევაზე.  9.3. გამოფენათა გაცვლა: თითოეული პროექტის ფინანსური დებულებები  მხარეთა შორის ცალკე შეთანხმდება. 10. დასკვნითი დებულებები 10.1. წინამდებარე პროგრამა არ გამორიცხავს კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში სხვაგვარი გაცვლების განხორციელებას. 10.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მოხსენიებულია წინამდებარე პროგრამაში, განხორციელდება შესაბამისი  წლიური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში. 10.3. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული ყველა სახის  საქმიანობა და გაცვლა  განხორციელდება  თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად. 10.4. ყველა უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. 10.5. მხარეები აღნიშნული პროგრამის განხორციელებას მიანდობენ თავიანთ კომპეტენტურ დაწესებულებებს. 10.6. აღნიშნული პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა განხორციელდება მხარეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები და დამატებები შეტანილ იქნება წერილობითი სახით. 10.7. მოცემული პროგრამა ძალაში შედის მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრამდე. იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო სამი (3) წლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე, ხელშეკრულების დასრულებამდე ოთხმოცდაათი (90) დღით ადრე,  დიპლომატიური ნოტით შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს მოცემულ პროგრამას. ხელმოწერილია ქ. იერუსალიმში,  2013 წლის 25 ივნისს, რომელიც შეესაბამება 5773  წლის 17 თამუზს, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით _________________________ ბატონი ზეევ ელკინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს მთავრობის სახელით _________________________ ქალბატონი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი