ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2013
ძალის დაკარგვა 22.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №11-30
სარეგისტრაციო კოდი 210020010.36.101.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №11-30
2013 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თანდართული დებულება.
2.
გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შიხიაშვილი
დანართი
ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1.
ქ. თბილისის საკრებულოში (შემდგომში – საკრებულო) საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია (შემდგომში – კომისია).
2.
კომისიის მიზანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება, საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობის, განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავება.
3.
კომისია განიხილავს საკრებულოს მიერ დედაქალაქში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის საკითხებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს.
4.
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
5.
კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
თავი II
კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი
მუხლი 2🔗
1.
კომისიის შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2.
კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
მუხლი 3🔗
1.
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების პროექტებს;
ბ)
მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ)
ამზადებს რეკომენდაციებს, წინადადებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით და წარუდგენს საკრებულოს ან გზავნის დანიშნულებისამებრ;
დ)
განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
ე)
განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
ვ)
თვალყურს ადევნებს საკრებულოს გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ზ)
ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
თ)
წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს საქართველოს, უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან;
კ)
განიხილავს საკითხებს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნის, არსებული რაიონების გაერთიანების, დაყოფის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენის, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნისა და გაუქმების, რაიონების სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის შესახებ;
ლ)
ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
2.
კომისია საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის:
ა)
ძველი თბილისის რაიონში მდებარე უბნების რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ;
ბ)
ძველი თბილისის რაიონში არსებული ტურისტული და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესების შესახებ;
გ)
დედაქალაქის ისტორიული ზონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ეფექტიანი დაცვის შესახებ;
დ)
ძველი თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვისა და დამტკიცების შესახებ;
ე)
დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის განხილვისა და დამტკიცების შესახებ;
ვ)
დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების შესახებ;
ზ)
დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფისა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ;
თ)
დედაქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების; გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფის, მათთვის სახელწოდების მინიჭების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
ი)
ყველა სახის იმ პროგრამისა და პროექტის შესახებ, რაც დაკავშირებულია ძველი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებასთან;
კ)
საქალაქო მეურნეობის დარგების ინფრასტრუქტურის მოწყობის განვითარებისა და რეაბილიტაციის საკითხებზე;
ლ)
ადგილობრივი საჯარო მომსახურების რეგულირების საკითხებზე;
მ)
საქალაქო მეურნეობის დარგების რეგულირებად სფეროებში მოსაკრებლებისა და ადგილობრივი გადასახადების განსაზღვრის შესახებ;
ნ)
დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის წესის შესახებ;
ო)
დედაქალაქის მოსახლეობის საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის სანებართვო წესების დადგენისა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების წესების განსაზღვრის შესახებ;
პ)
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესების დადგენის შესახებ;
3.
კომისია განიხილავს და სათანადო რეაგირებას ახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებზე.
4.
კომისია ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗
კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა)
თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ)
აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე;
გ)
არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
დ)
შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები.
თავი III
კომისიის სხდომები
მუხლი 5🔗
1.
კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის გამართვის დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3.
კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4.
გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5.
კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6.
კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, ქ. თბილისის მთავრობის წევრები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
მუხლი 6🔗
1.
კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
2.
კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.
3.
კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4.
საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5.
საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია - დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 7🔗
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი IV
კომისიის თანამდებობის პირები
მუხლი 8🔗
1.
კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2.
კომისიის თავმჯდომარე:
ა)
იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ)
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ)
ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ)
სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე)
ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ)
მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ)
ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4.
საკრებულო კომისიის უფლებამოსილების ვადით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს (არა უმეტეს 2 მოადგილისა);
5.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს.
6.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;
ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗
1.
კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.
2.
კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3.
კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც იგი გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან.
4.
კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
თავი V
კომისიის სამდივნო
მუხლი 10🔗
1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საკრებულოს კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს საკრებულოს აპარატის კომისიისადმი დაქვემდებარებულ მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრული დარგობრივი მიმართულებების საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, კომისიის სამდივნოს უფროსი საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს კომისიის სამდივნოს სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას.
4. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, კომისიის სამდივნოს სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოსამსახურეები) და შტატგარეშე მოსამსახურეები (მოწვეული სპეციალისტები).
5. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით კომისიის სამდივნოს უფროსი წარუდგენს აპარატის უფროსს კომისიის სამდივნოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების წინადადებებს.
6. კომისიის სამდივნოს თანამშრომლებს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებული სამდივნოს უფროსის წარდგინების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.