,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2013 წლის 26 ივლისი ქ. ახმეტა
|
,,მუხლი 17. შვებულების მიცემისა და მივლინების წესი
1. საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღურების გარეშე.
2. საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს საკრებულო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული თანამდებობის პირების მიერ (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადება შესაძლებელია დაკმაყოფილდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
4. ფრაქციათა თავმჯდომარეების შვებულების საკითხს, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წყვეტს ფრაქციის სხდომა. აღნიშნულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების სხდომის ოქმი ორ სამუშაო დღეში წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, ხოლო ფრაქციის სხდომის ჩატარებიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს, რომელსაც საკრებულო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი.
6. ამ მუხლში მითითებული თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციის თავმჯდომარისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შვებულებისთვის დადგენილი პროცედურების ანალოგიურად, მისავლინებელი პირის მიერ განცხადების წარდგენის ვალდებულების გარეშე.
7. ფრაქციის თავმჯდომარე, შესაძლებელია მივლინებული იქნეს საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი აგრეთვე ვრცელდება საკრებულოს სხვა (არაანაზღაურებად) წევრებზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.07.2013. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.162.016189.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №29, 26.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016189 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1975399/