„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5270
სარეგისტრაციო კოდი
290.120.000.05.001.002.999
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 30, 30/07/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ავტომოტოტრანსპორტის მფლობე­ლთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლა­მენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წ., გვ. 15) შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვე­ლოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“.

2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალ­დებულო დაზღვევის ნაწილში ბიუროს მიმართ ვრცელ­დება საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებული სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდე­ბის განთავსებისა და ინვესტირების წესი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს ეროვ­ნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართვე­ლოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისა და საქარ­თველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედვე­ლობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრუ­ლების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5270–რს