საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148–ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.07.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,231 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარე
რაოდენობა
გვარი სახელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148–ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2013 წლის 26 ივლისი ქ. წყალტუბო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის    მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის მიხედვით (თან ერთვის). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის მიხედვით (თან ერთვის). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №3-ის მიხედვით (თან ერთვის). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ' აქტის ფორმა დანართი №4-ის  მიხედვით (თან ერთვის). მუხლი 5🔗 ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებული აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”–ს. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი 1. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი, სერია და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. 2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა”,    „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (ერთ-ერთი თანამშრომელი). 4. ოქმების გატანის უფლება /წერილობითი მოთხოვნით/ აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომელს. 5. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის შედგენის  უფლებამოსილ  თანამშრომლებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ დირექტორის ხელმოწერით. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 2. ოქმები ინახება  ამ ფორმების აღრიცხვა- ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. 3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი, გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მუხლი 4🔗. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება 1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს / ორგანოს/ და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართლებრივ საქმეს;  ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს, შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან. 3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით გააუქმებს მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს /აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს/. 4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი – სახელი, გვარი მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები / ასეთი პირობების შემთხვევაში/; იურიდიული პირი – იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან; ზ) სამართალდარღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 6. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი; თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 7. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს / თანამდებობის პირს/, რომელიც უფლებამოსილა განიხილოს ადმინისტრაციული სამართლებრივი საქმე. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა 1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:  ა. ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;  ბ. ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ“ აქტის ფორმის /დანართი 4/ შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი /ჩამოწერილი/ ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია. 3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული „განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული დანართის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ––– წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ო ქ მ ი № 000000 ოქმის შედგენის თარიღი  –––––   ––––––––––––  20      წ.  ოქმის შედგენის ადგილი––––– არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირის ––– წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის _____________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________ ( თანამდებობა, სახელი, გვარი) შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ 20   წლის –––  –––––––––– გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე:–––––––––––––––––– -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია ––––––––––––– --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური პირის სახელი,  გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი,  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ (ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა / სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: ------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------- პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის თაობაზეც შედგენილია  ეს  ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148–ე მუხლის  მე–4 ნაწილითა  და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები (არსებობის შემთხვევაში): 1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  რეკვიზიტები, მისი  გამცემი  ორგანოს  დასახელება  და  გაცემის  თარიღი) 2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, მისი გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) ოქმს ერთვის/ არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება: –––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                              ხელმოწერები:                                                                                                                                      ოქმი შევადგინე:   ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––    სამართალდამრღვევი:   –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმეები: (არსებობის შემთხვევაში):  1 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  2 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: –––––––––––––––––––––  შენიშვნა:   –––––––––––––––––––––––––––––––––––––               –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამკვეთი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი ოქმის ნომერი ოქმის გამცემი ოქმის მიმღები ​შედგენილი ​/გამოყენებული/ ​ოქმები დაბრუნებული /გაუქმებული/ ოქმები შენიშვნა გვარი სახელი თანამდებობა ხელის მოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელის მოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელისმოწერა დაბრუნების თარიღი აქტის ნომერი გვარი სახელი ხელის მოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 დანართი №4 ა ქ ტ ი ( ფ ო რ მ ა ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– / აქტის შედგენის ადგილი/              –––––––––––––––––––––––––– 20   წელი № რაოდენობა ოქმის ინდივიდუალური ნომერი / ნომრები/  შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: