„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 06.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-33/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-33/ნ
2013 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-15 და მე-18 მუხლების, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.
მუხლი 3🔗
ბრძანება, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗
ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო