არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №185
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №185
2013 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 220407888) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 220407888) სამართალმემკვიდრედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი დეკემბრის №456 დადგენილება.
7. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 220407888) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი