არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №186
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2013
matsne.gov.ge 289 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №186 2013 წლის 29 ივლისი ქ.თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის,  „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703)  2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნი­ვერ­სიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703)  სამართალმემკვიდრედ.  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღ­ვ­როს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს  სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №413 დადგენილება. 7. ამ დადგენილების  პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 211328703)  რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი