არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №188
2013 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 205224700) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორგანიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 205224700) სამართალმემკვიდრედ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლად განისაზღვროს სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი დეკემბრის №447 დადგენილება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 205224700) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი