არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2013
matsne.gov.ge 275 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №189 2013 წლის  29 ივლისი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204861970) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რ­ვე­ლი ნაწილის,  „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ილიას სა­ხელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970)  2013  წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯა­რო სამართლის იურიდი­ულ პირად – ილიას სახელმწიფო უნი­ვერ­სიტე­ტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელ­მძ­ღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი სა­განმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექ­ტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი სა­განმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერ­თეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება გა­ნესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ილიას სახელმწიფო უნი­ვერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­უ­ლი პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204861970)   სამართალმემკვიდრედ. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზ­რუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ ილიას სახელმწი­ფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღ­ვროს სახელმწიფო, რომელ­საც  წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტრო. 5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს ‑ ილიას სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს უმაღლეს განა­თ­ლებაში კვლევის ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №203 დადგენი­ლება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რე­­ესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ული პირის ‑ ილიას სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკა­ციო კოდი ‑ 204861970) რე­გისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი