📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №191
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2013
matsne.gov.ge 290 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №191 2013 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის,  საქართველოს კანონის  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის  38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049)  2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049)   სამართალმემკვიდრედ. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს − აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №477 დადგენილება. 7. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი − 212693049) რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი