მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (11.07.2007).
წინა რედაქცია (27.07.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი, გარდა პირველი–მე-6 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . 2. ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლები ამოქმედდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი თბილისი , 2007 წლის 11 ივლისი . №5274 527 4–რს
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ბს-655(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2023
…საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის №... მიმართვა მიიჩნია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნად და 2019 წლის 6 მარტის №283 განკარგულებით არ დააკმაყოფილა შპს,,დ...ის’’ განცხადება…
საქმე №ბს-426(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
…მასალებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ' ' საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში 2016 წლის 21 ოქტომბერს განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო…
საქმე №ბს-1214(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
…სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის…
საქმე №ბს-1589(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
…რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გარდა პირველი, მე-6 და მე-8 მუხლებისა, ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. ამდენად, იმისათვის, რომ მოსარჩელე მოექცეს აღნიშნული კანონის…
…სააპელაციო პალატა დაეყრდნო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, მეორე მუხლის,,გ“ ქვეპუნქტს, მე-9 მუხლის პირველ პუნქტს და აღნიშნა, რომ იმისათვის რომ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ჩაითვალოს თვითნებურად დაკავებულად, უნდა დადგინდეს თვითნებურად…
საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, მუხლი 9, №5274, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 370.060.000.05.001.003.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19780/muxli-9/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია