📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2013
ძალის დაკარგვა 20.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №190
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016197
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,389 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2013 მიღება
20.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №190 2013 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის N92 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) გარე დაცვის და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) დანიშნულებას, სტრუქტურას, ფუნქციებს, ამოცანებსა და მართვის ორგანიზაციას. 2. მთავარი სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. მთავარი სამმართველო თავისი  საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, პატიმრობის კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. მთავარი სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს. 5. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია დაცვისა და ბადრაგირების დარგში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის (შემდეგში – დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე) წინაშე. მუხლი 2🔗 მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან (შემდგომში - დაწესებულება) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ)  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად; დ)  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადაცია; ე) ბადრაგირება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების დროებით დატოვებისას, განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით; ვ) ბადრაგირება და დაცვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოებში; ზ)  სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება, დასკვნების და წინადადებების მომზადება თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე, შესაბამის დაწესებულებებთან ერთად  წინადადებების წარდგენა დაცვის განაწილების თაობაზე; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვა; ი) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; კ)  შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა პროექტების შემუშავება; ლ) ღონისძიებების განხორციელება საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; მ) დაცულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის კონტროლი, მონაწილეობა სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით; ნ)  მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება, სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევა, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ო) გარე დაცვის სამმართველოს განყოფილებებს შორის კავშირის განვითარების ორგანიზება; პ) წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლი და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავება; ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗 1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. მთავარი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის წინაშე. 2. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 4🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია: ა) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან; ბ) მოითხოვოს და მიიღოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე; გ) წარადგინოს წინადადებები მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანადებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; დ) განიხილოს მოქალექეებისა და მოსამსახურეების განცხადებები და წინადადებები; ე) განახორციელოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. მთავარი სამმართველოს უფროსი ვალდებულია: ა) ორგანიზება გაუკეთოს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და წარმართოს სტრუქტურული ერთეულების მუშაობა; ბ) შეიმუშაოს ან მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში; გ) გაანალიზოს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს მოსამსახურეთა შორის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებები; დ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა შერჩევა, განაწილება და პროფესიული მომზადება, მათ მიერ კანონმდებლობისა და სამსახურებრივი დისციპლინის მოთხოვნათა დაცვა; ე) შეასრულოს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. მუხლი 5🔗 1. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 6🔗 მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) გარე დაცვის სამმართველო; ბ) საბადრაგო სამმართველო. მუხლი 7🔗 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 8🔗 სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; დ)  მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს, სამმართველოს მუშაობის შესახებ; ე) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ზ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; თ) ახორციელებს ვიზირებას და ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს,  მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს. მუხლი 9🔗 1. სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) სამმართველოს უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე. მუხლი 10🔗 1. გარე დაცვის სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება; გ) სპეციალური დაცვის განყოფილება; დ) №1 განყოფილება; ე) №2 განყოფილება; ვ) №3 განყოფილება; ზ) №4 განყოფილება; თ) №5 განყოფილება; ი) №6 განყოფილება; კ) №7 განყოფილება; ლ) №8 განყოფილება; მ) №9 განყოფილება; ნ) №10 განყოფილება; ო) №11 განყოფილება; პ) №12 განყოფილება; ჟ) №13 განყოფილება; რ) №14 განყოფილება; ს) №15 განყოფილება; ტ) №16 განყოფილება; უ) №17 განყოფილება. 2. საბადრაგო სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) შტაბი; ბ) სამორიგეო; გ) კანცელარია; დ) ექსტრადიციის განყოფილება; ე) თბილისის პირველი განყოფილება; ვ) თბილისის მეორე განყოფილება; ზ) ქუთაისის განყოფილება; თ) ზუგდიდის განყოფილება; ი) ბათუმის განყოფილება. მუხლი 11🔗 გარე დაცვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა)  სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება, დასკვნების და წინადადებების მომზადება თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე, შესაბამის დაწესებულებებთან ერთად  წინადადებების წარდგენა დაცვის განაწილების თაობაზე; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვა; გ)  დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; დ)  შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა პროექტების შემუშავება; ე) ღონისძიებების განხორციელება  საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით.  წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; ვ) დაცულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის კონტროლი, მონაწილეობა სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებებით; ზ) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სასწავლო მეთოდურ შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადებას ორგანიზების გაწევა, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილებოის მიღება; თ) განყოფილებებს შორის კავშირის განვითარების ორგანიზება; ი) წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლი და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 12🔗 გარე დაცვის სამართველოს ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; ბ)  ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის თაობაზე მონაცემების შეაგროვება და გაანალიზება, დასკვნების და წინადადებების მომზადება თავისი ამოცანების დროული და სრული შესრულების თაობაზე, შესაბამის დაწესებულებებთან ერთად  წინადადებების წარადგენა დაცვის განაწილების თაობაზე; გ) ღონისძიებების განახორციელება  საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;  წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; დ) მონაწილეობის მიღება მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში, სასწავლო მეთოდურ შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; ე) განყოფილებებს შორის კავშირის განვითარების ორგანიზება; ვ) წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლი და პრაქტიკული დახმარების გაწევა. მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 13🔗 გარე დაცვის სამმართველოს საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; ბ) ღონისძიებების განახორციელება  საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;  წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; გ) ოპერატიულ-სამსახურებრივ მდგომარეობის გაკონტროლება  დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობა სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით; დ) მონაწილეობის მიღება მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში, სასწავლო მეთოდურ შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 14🔗 გარე დაცვის სამმართველოს სპეციალური დაცვის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვა; ბ) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; გ) ღონისძიებების განახორციელება საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დანერგვის, საინჟინრო-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების სრულყოფისა და სამსახურებრივი ამოცანების შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით; წინადადებების მომზადება შეიარაღებაში ტექნიკური საშუალებებისა და შეიარაღების ახალი ნიმუშების მიღების თაობაზე; დ) განყოფილებებს შორის კავშირის განვითარების ორგანიზება; ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 15🔗 გარე დაცვის სამმართველოს N1 - N17 განყოფილებების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დაწესებულებებისა და სხვა ობიექტების დაცვა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვა; გ) ოპერატიულ-სამსახურებრივი მდგომარეობის გაკონტროლება  დაცულ ობიექტებზე, მონაწილეობა სამსახურებრივ შემოწმებებში საგანგებო შემთხვევებთან და შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით; დ) მონაწილეობის მიღება მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მომზადების, სწავლების პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავებაში, სასწავლო მეთოდური შეკრებების, მეცადინეობების, მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ორგანიზების გაწევაში, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკური სპეციალური სწავლების მომზადებაში, ჩატარებაში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მიზნით, საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში; ე) წვევამდელთა/სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება, პირადი შემადგენლობის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების კონტროლი და პრაქტიკული დახმარების გაწევა. მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 16🔗 საბადრაგო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ)  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად; დ)  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადაცია; ე) ბადრაგირება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების დროებით დატოვებისას, განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით; ვ) ბადრაგირება და დაცვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოებში; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 17🔗 საბადრაგო სამმართველოს შტაბის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მოსამსახურეთა პროფესიულ (სპეციალურ) და ფიზიკურ მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელმძღვანელობა; ბ) მეთოდური სახელმძღვანელოების შემუშავება; გ) საბადრაგო სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება; დ) საბადრაგო სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე კონტროლი და მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზი; ე) ფოსტა-კორესპონდენციის დროულ შესრულებაზე კონტროლი; ვ) სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე მონიტორინგი; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 18🔗 საბადრაგო სამმართველოს სამორიგეოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საბადრაგო სამმართველოზე რიცხული შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სპეციალური საშუალებების შენახვასა და დაცვაზე კონტროლი; ბ) ხელმძღვანელობისაგან შემოსული ინფორმაციის სწორად მიღებაზე და ამ ინფორმაციის შემსრულებლამდე დროულად გადაცემაზე კონტროლი; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 19🔗 საბადრაგო სამმართველოს კანცელარიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საბადრაგო სამმართველოში შემოსული და გასული ფოსტა-კორესპონდენციის სათანადო ჟურნალში გატარება, აღრიცხვა და ადრესატისათვის გადაცემა; ბ) ფოსტა-კორესპონდენციის დროულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; გ)  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 20🔗 საბადრაგო სამმართველოს ექსტრადაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სხვა სახელმწიფოდან მსჯავრდებულებისა და ძებნილების საქართველოში ეტაპირება და უცხო ქვეყნებისთვის მათ გადაცემა; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული ფოსტა-კორესპონდენციის განხილვა-მომზადება მსჯავრდებულ ან/და ძებნილ პირთა გადაცემის თაობაზე;  გ)  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 21🔗 საბადრაგო სამმართველოს თბილისის პირველი განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანა ქ. თბილისის ტერიტორიაზე; ბ) ბადრაგირება და დაცვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოებში; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება და დაცვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 22🔗 საბადრაგო სამმართველოს თბილისის მეორე განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე გაყვანა ქ. თბილისის ტერიტორიის გარეთ; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 23🔗 საბადრაგო სამმართველოს ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის  განყოფილებების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბადრაგირება დაწესებულებებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის სხვა ადგილებში; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 24🔗 1. სამმართველოში შემავალ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. განყოფილების უფროს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე ან მოადგილეები. 3. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)  ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სამმართველოს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ. 4. განყოფილების უფროსი განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. მუხლი 25🔗 1. მთავარ სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მთავარი ინსპექტორი; ბ) უფროსი ინსპექტორი; გ) ინსპექტორი; დ) მებრძოლი; ე) ყარაულის ცვლის უფროსი; ვ) ყარაულის ცვლის უფროსის მოადგილე; ზ) ინსპექტორი (საინჟინრო ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში); თ) ყარაული; ი) ასეულის მეთაური; კ) ოცეულის მეთაური; ლ) ინსპექტორი (ექიმი); მ) დამხმარე მოსამსახურე (ტექნიკური მუშაკი); ნ) ასეულის მეთაურის მოადგილე; ო)  ოცეულის მეთაურის მოადგილე; პ) სპეციალისტი (საწყობის გამგე); ჟ) სპეციალისტი (ბუღალტერი); რ) ინსპექტორი (მორიგე); ს) უმცროსი ინსპექტორი (მორიგე); ტ) გუშაგთა ცვლის უფროსი; უ) გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე; ფ) ინსპექტორი (გუშაგი); 2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო უფროსის წინაშე.