არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №192
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017359
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2013
matsne.gov.ge 277 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №192 2013 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“  38-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 218076542) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად −  გორის სახელმწიფო სასწავლო უნი­ვერ­სიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 218076542)   სამართალმემკვიდრედ.  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის −  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც  წარმოადგენს საქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს −  გორის სახელმწიფო სასწავლო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაცეს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის პირველი დეკემბრის №458 დადგენილება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 218076542)   რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი