არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №193
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017360
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2013
matsne.gov.ge 294 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №193 2013 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 231187168) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად − იაკობ გოგებაშვილის სახელობის   თელავის  სახელმწიფო  უნი­ვერ­სიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველს სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის   თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 231187168)  სამართალმემკვიდრედ.  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის − იაკობ გოგებაშვილის სახელობის   თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს − იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის  სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაცეს  კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №448 დადგენილება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 231187168)  რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი