არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №194
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2013
matsne.gov.ge 288 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №194 2013 წლის 30 ივლისი ქ.თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“  38-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი – 424066977) 2013 წლის 15 სექტემბრამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად −  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნი­ვერ­სიტეტად და მისი მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს, რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს), ასევე, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 424066977)  სამართალმემკვიდრედ.  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცება. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის − სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც  წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს −  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადაეცეს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – კოლეჯის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 3 ოქტომბრის №416 დადგენილება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს საჯარო რეესტრს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი – 424066977) რეგისტრაციის გაუქმება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი