ა) დამატებითი საგუშაგოების გამოყოფა;

ბ) სამორიგეო ცვლის რიცხობრივი გაზრდა;

გ) პირადი შემადგენლობის ან მისი ნაწილის საგანგებო მდგომარეობაში გადაყვანა;

დ) კავშირგაბმულობის, ავტოსატრანსპორტო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა;

ე) დანაყოფებზე,  საგუშაგოებზე შემოწმების ჯერადობა;

ვ) გაქცევების და სხვა დანაშაულის თავიდან აცილების ოპერატიულ-პროფილაქტიკური მუშაობის გააქტიურება;

ზ) საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეჟიმის გაძლიერებას, გახშირებული გრაფიკით დათვალიერების ჩატარებას, მჭრელ ხელსაწყოებზე გაძლიერებულ კონტროლს და სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემცირება ან შეწყვეტა;

თ) საკვებ ბლოკებში, საქვაბეებში, წყალმომარაგებათა წყაროებში სანიტარიულ მდგომარეობაზე კონტროლის გაძლიერება;

ი) დაწესებულების ინსპექტორთა შემადგენლობის ოპერატიული მორიგეობის ორგანიზება;

კ) საჭიროების შემთხვევაში, პაემნების ჩატარების, ამანათების მიღების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისა და დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და გზავნილების მიღების  დროებით შეწყვეტ