თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.07.2013
ძალის დაკარგვა 03.04.2017
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №12/18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა | თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს
დადგენილება
№12/18
2013 წლის 30 ივლისი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე
გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა
დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიაზე გარე
ვაჭრობის რეგულირების წესი
მუხლი 1🔗
თვითმმართველ ქალაქ ფოთში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსოები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში, რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას.
მუხლი 2🔗
1.
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და წესების (რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით.
2.
საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.) მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით.
3.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
მუხლი 3🔗
1.თვითმმართველ ქალაქ ფოთში გარე ვაჭრობის ადგილად განისაზღვროს შემდეგი ადგილები:
ა)
რიონის მარცხენა სანაპირო;
ბ)
ფარნავაზ მეფის ქუჩა;
გ)
ლაგრანჟეს ქუჩა.
მუხლი 4🔗
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას, გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერი, დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს, აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – საკრებულოს განკარგულებას.
მუხლი 5🔗
გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან, კონტროლს უწევს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური და თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახური.