„თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.07.2013
ძალაში შესვლა 31.07.2013
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 30017000.55.067.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2013
matsne.gov.ge 1,364 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2013 მიღება
31.07.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №10 2013 წლის 31 ივლისი ქ. ბათუმი „თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე" „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები". მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 31 ივლისიდან.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე „თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხისა და ამ სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნების" დამტკიცების თაობაზე" თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს ბრძანება განსაზღვრავს თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხას და ამ სერტიფიკატების გაცემისათვის აუცილებელ  მოთხოვნებს. 2. ბრძანება განსაზღვრავს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეთევზე-მეზღვაურთა  განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობას. 3. ამ ბრძანებაში გამოყენებული ტერმინების განმარტებები მითითებულია „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში. მუხლი 2🔗. სერტიფიკატების გაცემის პირობები 1. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრზე სერტიფიკატების ფორმების დამზადებასა და გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო. 2. სააგენტოს მიერ სერტიფიკატი თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის/პერსონალის წევრზე გაიცემა მის მიერ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. თავი II სააგენტოს მიერ გასაცემი თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრთა სერტიფიკატების ნუსხა მუხლი 3🔗. კომპეტენციის სერტიფიკატის სახეები 1. „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - კანონი) შესაბამისად სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი კომპეტენციის სერტიფიკატები: ა) შკიპერის კომპეტენციის სერტიფიკატი: ა.ა) 12 მეტრზე ნაკლები სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი; ა.ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი; ა.გ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი. ბ) სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი: ბ.ა) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე; ბ.ბ) 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე. გ) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: გ.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი; გ.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი. დ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: დ.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი; დ.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი. ე) სავახტო მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი: ე.ა) 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი; ე.ბ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი. ვ) ელექტროინჟინრის კომპეტენციის სერტიფიკატი: ვ.ა) თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერის კომპეტენციის სერტიფიკატი; ვ.ბ) თევზსაჭერი გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერის კომპეტენციის სერტიფიკატი. ზ) რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატი: ზ.ა) GOC GMDSS-ის ოპერატორი; ზ.ბ) ROC GMDSS-ის ოპერატორი; ზ.გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი; ზ.დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი. მუხლი 4🔗. კვალიფიკაციის სერტიფიკატის სახეები კანონის და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრებზე სააგენტოს მიერ გაიცემა თევზსაჭერი გემის პერსონალის უსაფრთხოების საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი. მუხლი 5🔗. დადასტურების სერტიფიკატი 1. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დადასტურების სერტიფიკატი სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ მეთევზე-მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატზე. 2. დადასტურების სერტიფიკატის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა გაეცნონ ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს საზღვაო კანონმდებლობას: ა) საქართველოს საზღვაო კოდექსი; ბ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საზღვაო კანონმდებლობის გაცნობას მეთევზე-მეზღვაური ადასტურებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ და აღრიცხულ ფორმაზე ხელმოწერით. თავი III მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიკატის ფორმის აღწერილობა და დამცავი ნიშნები მუხლი 6🔗. სერტიფიკატის ფორმა და დამცავი ნიშნები 1. მეთევზე-მეზღვაურზე ამ წესით დადგენილი სერტიფიკატები გაიცემა ამ მუხლით დადგენილი ფორმის შესაბამისად. 2. ამ წესის მიზნებისთვის, კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სერტიფიკატის აღიარების დადასტურება წარმოადგენს A5 ფორმატის (ზომა 146მმ X 200მმ) 80-90 გრ/მ​2  მასის ოფსეტურ ქაღალდზე დაბეჭდილ ერთმხრივი ბეჭდვით შესრულებულ თეთრი ფერის ერთფურცლიან ლამინირებულ მოწმობას. 3. სერტიფიკატზე დაიტანება ჰოლოგრამა წარწერით “MTA”. მუხლი 7🔗. სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია მეთევზე-მეზღვაურის კომპეტენციის  სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) მითითება კომპეტენციის სერტიფიკატის თაობაზე; ბ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; დ) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეთევზე-მეზღვაურის ნომერი; ე) კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი; თ) სააგენტოს სრული დასახელება; ი) კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელის 30X40 მმ  ფოტოსურათი; კ) მოქალაქეობა; ლ) მფლობელის დაბადების თარიღი; მ) მფლობელის ხელმოწერა; ნ) სააგენტოს ბეჭედი; ო) ამავე წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობა; პ) განსაზღვრული თანამდებობების მიმართ შეზღუდვები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ჟ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. მეთევზე-მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) მითითება კვალიფიკაციის სერტიფიკატის თაობაზე; ბ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის პირადი ნომერი; დ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელისათვის სააგენტოს მიერ მინიჭებული მეთევზე-მეზღვაურის ნომერი; ე) კვალიფიკაციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის საფუძველი; თ) სააგენტოს სრული დასახელება; ი) კვალიფიკაციის სერტიფიკატის მფლობელის 30X40 მმ  ფოტოსურათი; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ლ) სერტიფიკატის მფლობელის მოქალაქეობა; მ) სერტიფიკატის მფლობელის დაბადების თარიღი; ნ) სააგენტოს ბეჭედი. 3. მეთევზე-მეზღვაურის სერტიფიკატის აღიარების დადასტურებაზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) სერტიფიკატის ნომერი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის სახელი და გვარი; გ) სერტიფიკატის მფლობელის დაბადების თარიღი; დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული მეთევზე-მეზღვაურის ნომერი; ე) ეროვნული  კომპეტენციის სერტიფიკატის ნომერი; ვ) დადასტურების სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა; ზ) ეროვნული  კომპეტენციის სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა; თ) მოქალაქეობა; ი) თანამდებობა და შეზღუდვები; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ლ) სააგენტოს ბეჭედი; მ) მფლობელის ხელმოწერა; ნ) 30X40 მმ ფოტოსურათი; ო) სერტიფიკატის აღიარების დადასტურების  გაცემის საფუძველი. 4. მეთევზე-მეზღვაურის კვალიფიკაციის სერტიფიკატის რიგითი ნომერი შედგება 8 (რვა) ციფრისგან, სადაც პირველი 6 ციფრი შეადგენს მეთევზე-მეზღვაურის ნომერს, ხოლო ბოლო ორი ციფრი გაცემის წელს. თავი IV „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და „მეთევზე-მეზღვაურთა  განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობა მუხლი 8🔗. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და „მეთევზე-მეზღვაურთა  განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების ერთმანეთთან შესაბამისობა 1. კანონის მე-19 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემთწამყვანის თანამდებობა შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანი; ბ) 500-დან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანი; გ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანი; დ) 3000 ტონა და 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწე; ე) 500-დან 3000-მდე ტონის საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწე. 2.  კანონის მე-19 მუხლის „ა“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გემთწამყვანის თანამდებობა შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწე; ბ) 500 ტონა და 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწე. 3. კანონის მე-20 მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკოსის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; ბ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; გ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; დ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი. 4. კანონის მე-20 მუხლის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკოსის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა) 750 კვტ. და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსი. 5. კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ელექტროინჟინრის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურებმა: ა)  750 კვტ და 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ელექტროტექნიკოსი. ბ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; გ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსი; დ) 3000 კვტ და 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი; ე) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი; ვ) 750-დან 3000-მდე კვტ-ის სიმძლავრის ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსი. 6. კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრული რადიოსპეციალისტის თანამდებობები შეუძლიათ დაიკავონ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა შემდეგი რანგის მეზღვაურმა: - GMDSS რადიოოპერატორი. თავი V თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები მუხლი 9🔗. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები თევზსაჭერი გემის ეკიპაჟისა და პერსონალის წევრების სერტიფიკატების გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები განისაზღვრება წინამდებარე ბრძანების დანართი №1-ით. მუხლი 10🔗. სერტიფიკატის საფასური სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.