სს „თბილისის მოზრდილთა 26-ე პოლიკლინიკ“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „თბილისის მოზრდილთა 26-ე პოლიკლინიკის“
განცხადება
2013 წლის 23 აგვისტოს 17 სთ-ზე სს „თბილისის მოზრდილთა 26-ე პოლიკლინიკა“ იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას შემდეგი დღის წესრიგით:
1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შეცვლა;
2. საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდი: №01.10.15.011.002.01.500) გამიჯვნა 2 ნაწილად;
3. გამიჯნული ქონების ერთი ნაწილის გასხვისება (საკადასტრო კოდი: №01.10.15.011.006)бანუ რენტგენის შენობის გასხვისება;
4. ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხის წინასწარ დივიდენდის სახით განაწილება;
5. საზოგადოების აქციონერთა ნაწილის გასვლა აქციათა მიღების სანაცვლოდ, აქციათა გაუქმება და კაპიტალის შემცირება.
საერთო კრება ჩატარდება სს „თბილისის მოზრდილთა 26-ე პოლიკლინიკის“ იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას პრ. 26.
სამეთვალყურეო საბჭოს კრების გადაწყვეტილებით საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრება 2013 წლის 26 ივლისი.
აქციონერებს კანონმდებლობისა და წესდების გათვალისწინებით შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში თავიანთი მონაწილეობის უფლება.
აქციონერს უფლება აქვს დღის წესრიგზე თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორატს და სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნება წარმოდგენილი კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად.
დირექტორი: თამარ ოდილავაძე