რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.08.2013
ძალის დაკარგვა 21.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №202
სარეგისტრაციო კოდი 010320040.10.003.017369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,143 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2013 მიღება
21.02.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №202 2013 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული რეინტეგრაციის სა­კი­თხებში სა­ქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თა­ნამ­დე­ბო­ბების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკ­ვა­ლიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინი­სტ­რის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატე­ბი­­სათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთ­ხო­ვ­ნე­ბი: ა) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინი­სტ­რის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (შემდგომში - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოა­დ­გი­ლე) 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მი­ღ­წე­ული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განა­თ­ლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკა-ნ­ტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით და­დგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: მაგისტრი ან მასთან გათა­ნა­ბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი; გ) კონფლიქტების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გა­მო­ცდილება; დ) სამართალშემოქმედებით სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლ­ი­ანი გამოცდილება; ე)  საერთო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციული ს­ა­­­­­­­ქ­­­­მე­ების განხილვისას მხარის წარმომადგენლად მონაწილეობის არა­ნა­კ­ლებ 1- წლიანი გამოცდილება; ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ზ)  ინგლისური ან გერმანული ენის სრულყოფილი  ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკა­ნ­­ტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგე­ნი­ლ­ია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; თ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის  №54 დადგენილება; ი) „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტ­რის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება; კ) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამ­ტ­კი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილება; ლ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარ­მა­­რთვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილება; მ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის გან­ხო­­რციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“საქართელოს მთა­­ვრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილება. ბ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის-ტ­­რის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი (შემდგო­მ­ში - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი) 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თა­ნა­მდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგე­ნი­ლ­ია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება ზოგად მენეჯმენტში: ბაკალავრის ხარი­ს­ხი; ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 4 წელი; გ) საფინანსო-ეკონომიკური განხრით მუშაობის არანაკლებ 1-წლ­ი­ანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ე)  ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი  ცოდნა. 3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თა­ნა­­მდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი სა­­კონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტ­რის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თ­ვე­­ლოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება; დ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­დერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკი­ცე­ბ­ის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება. გ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხ­რ­ეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრა­ცი­ის დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სა­მ­ხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფ­რ­ო­­სი (შემდგომში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სა­მხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფ­რო­სი) 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღ­წე­ული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი გა­ნა­თ­ლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსე­თ­ის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსის ვაკა­ნ­ტუ­რი თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დად­გე­ნილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერე­ბე­ბ­ში: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი; გ) კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხებზე მუშაობის არანა­კ­ლ­ებ 4-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ე)  რუსული ენის სრულყოფილი  ცოდნა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსე­­თის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსის ვაკან­ტუ­რი თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შე­მ­დეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტ­რის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება; დ) ,,ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციე­ლე­ბ­ის მიზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების და­მ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 დადგენილება. დ) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპ­ა­რატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოს­ე­თის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დე­­პარტამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი (შე­მ­­დგომში - სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი) 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგე­ნი­ლია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერე­ბე­ბ­ში: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი; გ) კონფლიქტებისა და მშვიდობის ან/და ეროვნული უმცირესო­ბე­ბის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ე)  რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი  ცოდნა. 3.  სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თა­­ნა­მდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემ­დე­­გი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტ­რის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართ­ვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება; ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მი­ზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტ­კი­­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 და­დგენილება. ე) რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპა­რატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამა­რთ­ლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანი­ზა­ციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთა­ვარი მრჩეველი (შემდგომში - საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურ­თიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი მრჩე­ვე­ლი) 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პრო­ექ­ტების მართვის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამ­დე­ბობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შე­მდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: მაგისტრი ან მასთან გათა­ნა­­ბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 4 წელი; გ) ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტების მართვის კუთხით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამო­ც­დი­ლე­­ბა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet); ე) ინგლისური და გერმანული ენის სრულყოფილი  ცოდნა. 3. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექ­ტე­ბის მართვის სამმართველოს მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდე­ბო­ბის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონ­კუ­­რსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინი­ს­ტ­რის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართ­ვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილება; ე) „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მი­ზნით სამთავრობო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტ­კი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №44 და­დგენილება; ვ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარ­მა­რთვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილება; ზ) „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის გან­ხო­­რ­ციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთა­ვრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილება.