საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №60
2013 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭოს შექმნის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების კოლეგიალურად განხილვის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
შეიქმნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
1. ხათუნა გოგალაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
2. ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
3. შალვა ამირეჯიბი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;
4. ვახტანგ მჭედლიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;
5. მიხეილ ადეიშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი;
6. ლია თოდუა – სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გარემოს დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი;
7. ალექსანდრე არობელიძე – დამოუკიდებელი ექსპერტი;
8. ნია გიუაშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი;
9. გიორგი მეტრეველი – ააიპ ,,მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრეს’’ პრეზიდენტი ;
10. ნუგზარ მახარაშვილი – ააიპ ,,მონადირეთა და მეთევზეთაკლუბ „ოჩოპინტრეს“ გამგეობის წევრი;
11. კახა ბახტაძე – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) პროგრამების მენეჯერი;
12. ლია მარღანია – ააიპ ,,საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის” გარემოსდაცვითი პროგრამის/მონიტორინგის უფროსი ოფიცერი;
13. მანანა დადიანი – ააიპ ,,ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს’’ განახლებადი ენერგიების სექტორის ხელმძღვანელი;
14. ზურაბ მგალობლიშვილი – შპს ,,სამეცნიერო-კვლევითი ფირმა „გამას“ ვიცე-პრეზიდენტი ;
15. ნატო კირვალიძე – ააიპ ,,გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და მდგრადი განვითარების ცენტრ „რიოს“ დირექტორი;
16. ნინო სულხანიშვილი – კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა“/“Ecovision”-ის აღმასრულებელი დირექტორი;
17. ირაკლი ურუშაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ პროექტის მენეჯერი, უფროსი ანალიტიკოსი;
18. მამუკა არეშიძე – ,,სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის’’ ხელმძღვანელი;
19. თამუნა გუგუშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
სათათბირო ორგანოს –
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საბჭოს (შემდგომში – საბჭო) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗
საბჭო იქმნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების კოლეგიალური განხილვის საფუძველზე, სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით.
თავი II
საბჭოს კომპეტენცია
მუხლი 3🔗
საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ანალიზი.
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან (მათ შორის, პროექტებთან, პროგრამებთან და ა.შ.) დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისთვის (შემდგომში – მინისტრი) წარდგენა.
თავი III
საბჭოს შემადგენლობა
მუხლი 4🔗
საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 5🔗
1.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილეები, არასამთავრობო და სხვა საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მათი წინასწარი თანხმობით.
2.
მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, სამინისტროს სხვა მოხელეები.
თავი IV
საბჭოს სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 6🔗
1.
საბჭოს სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით, შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომაც. რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2.
გადაწყვეტილებას საბჭოს მოწვევის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე იღებს მინისტრი.
მუხლი 7🔗
საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მუხლი 8🔗
საბჭოს სხდომაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
მუხლი 9🔗
1.
საბჭოს სხდომაზე განსახილველი მასალები წარედგინება მინისტრის აპარატს სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე. მინისტრის აპარატი სხდომაზე განსახილველ საკითხებს წინასწარ ათანხმებს მინისტრთან.
2.
საბჭოს წევრებს დღის წესრიგს გადასცემს და სხდომის ჩატარების დროს, სხდომამდე ორი დღით ადრე, აცნობებს მინისტრის აპარატი.
3.
საბჭოს სხდომის მომზადებასა და ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.
მუხლი 10🔗
1.
საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების მომზადებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მის მმართველობაში შემავალი სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს.
2.
საბჭოს წევრს აქვს საკითხის ინიციირების – საბჭოს სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეთავაზების უფლება.
3.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 11🔗
საბჭოს სხდომაზე გასატანად მომზადებულ მასალებში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალა მინისტრის აპარატის მიერ უბრუნდება მის მომზადებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
მუხლი 12🔗
საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 13🔗
საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
მუხლი 14🔗
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:
ა) მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს;
ბ)არასაკმარისად ცნოს განხილული საკითხის ირგვლივ გაწეული საქმიანობა;
გ) ცნობად მიიღოს წარდგენილი მასალა (ინფორმაცია, პროექტი და ა.შ.);
დ) განუხილველად დატოვოს სხდომაზე წარდგენილი საკითხი;
ე) გადადოს საკითხის განხილვა;
ვ) დამატებით მოსამზადებლად დააბრუნოს განსახილველად წარდგენილი საკითხი.
მუხლი 15🔗
1.
საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და გამოთქმული მოსაზრებები ფორმდება ოქმით. ოქმის გაფორმება ევალება სხდომის მდივანს.
2.
ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 16🔗
საბჭოს მიერ განხილული საკითხის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17🔗
სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები დაერთვება სხდომის ოქმს და ინახება მინისტრის აპარატში.
მუხლი 18🔗
საბჭოს ლიკვდაციის, აგრეთვე მის შემადგენლობაში და საბჭოს საქმიანობის წესში ცვლილებების შეტანის საკითხს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წყვეტს მინისტრი.