განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5795-13           

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2013 წლი ს   01 აგვისტო

 

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – მოვალე შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 202943182)

წარმომადგენელი – დავით თუთბერიძე (დირექტორი)

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ნათია სახოკია

მოთხოვნა –გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2013 წლის 01 აგვისტოს კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას.

  

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.    დამტკიცდეს 2013 წლის 19 ივლისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,კავკასიის ციფრული ქსელის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურების დაწყების შესახებ.

2.    განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ და სასამართლო დაფაზე.

3.    განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

   

        მოსამართლე                  თამარ ჭუნიაშვილი

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2013.
როდის იქნა მიღებული „განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ“?
„განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ“ მიღებულია 01.08.2013. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/5795-13.
სად არის „განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ“, №2/5795-13, 01.08.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1982285/