„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №115/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016635
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№115/ნ
2013 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 893 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №
37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების (შემდგომში − აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
2. აღიარება გულისხმობს აღიარებისთვის წარმოდგენილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას, განათლების დამადასტურებელი ამ დოკუმენტის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების რეესტრში არსებულ ინფორმაციასთან იდენტიფიცირების გზით.
3. აღიარების ობიექტი არის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლა და მისთვის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
მუხლი 2🔗.
აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.
3. აღიარებასთან დაკავშირებით სათანადო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში ცენტრს სრული მოცულობით მიაწოდონ მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
4. პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-3 პუნქტით წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობაზე ეკისრება განმცხადებელს და ინფორმაციის გამცემ შესაბამის უფლებამოსილ სუბიექტს.
მუხლი 3🔗.
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებელი
ეკლესიის
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
გაცემული/გასაცემი
განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტების
რეესტრის მონაცემები და მისი წარმოების უფლებამოსილება
1. ცენტრში აღიარების პროცედურების გაადვილების მიზნით იქმნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების რეესტრი (შემდგომში − რეესტრი), რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს ცენტრი.
2. რეესტრში უნდა მიეთითოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების:
ა) სახელწოდება;
ბ) ფუნქციონირების დაწყების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);
გ) საქმიანობის შეწყვეტის თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი);
ე) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ვ) ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირების (წლების მიხედვით) სახელი, გვარი, პირადი ნომერი და უფლებამოსილების პერიოდი;
ზ) განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია (საგანმანათლებლო საფეხური, დასახელება, მოცულობა, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, პროგრამის ხანგრძლივობა);
თ) კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაცია შემდეგი მონაცემების მითითებით:
თ.ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
თ.ბ) გადაწყვეტილება:
თ.ბ.ა) ჩარიცხვის შესახებ (თარიღი (წელი, თვე, რიცხვი); ნომერი);
თ.ბ.ბ) დასრულების შესახებ (თარიღი (წელი, თვე, რიცხვი); ნომერი);
თ.გ) კურსდამთავრებულის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი, გაცემის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი). აგრეთვე, ანალოგიური ინფორმაცია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოცვლის ან მისი დუბლიკატის გაცემის შემთხვევაში.
3. რეესტრში არსებული ინფორმაციისადმი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ხოლო ამ მონაცემების საფუძველზე გაცემული აღიარების დოკუმენტი ძალაშია საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.
მუხლი 4🔗.
განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა
1. აღიარების მიზნით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი ან სხვა დაინტერესებული პირი ცენტრში წარადგენს განცხადებას და კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც განმცხადებელს უბრუნდება ცენტრის თანამშრომლის მიერ ასლის გადაღების შემდეგ;
ბ) განმცხადებლის, მათ შორის დოკუმენტის მფლობელი პირის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗.
განცხადების განხილვის წესი
1. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.
2. აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს აღიარებისთვის წარდგენილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას რეესტრში არსებულ ინფორმაციასთან იდენტიფიცირების გზით, რა დროსაც მოწმდება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობის, მინიჭებული კვალიფიკაციისა და გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება.
3. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
მუხლი 6🔗.
გადაწყვეტილება აღიარებასთან დაკავშირებით
1. შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) უარს ამბობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს ამ წესის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურებიდან.
3. გადაწყვეტილება აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის გაცემული დოკუმენტში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ცენტრი მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
მუხლი 7🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ამ წესის ამოქმედებისთანავე ეთხოვოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ცენტრში წარადგინოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების რეესტრი მატერიალური და ელექტრონული ფორმით.
2. ამ წესის ამოქმედებისთანავე ეთხოვოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმისა და მასში ასახული კვალიფიკაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.