⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.10.2014)
გაუქმებულია:

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.08.2013
ძალის დაკარგვა 10.10.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 995 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2013 მიღება
10.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ           ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2013 წლის 5 აგვისტო დაბა ხარაგაული        ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის    პირველი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ  დებულება, დანართი №1. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის დიპლომის ფორმა,  დანართი №2. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა    დანართი №3. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის მედლის ფორმა, დანართი №4. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი                                                                                                                                                                   დანართი №1          ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დებულება მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ   საკითხებსა და მათი განხილვის წესს. 2. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე  მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ხარაგაულელთა ყველა თაობისათვის. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ  კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 4. საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა. 5. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო“. 6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება, უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს საკრებულოს. საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 2🔗 ხარაგაულის საპატიო მოქალაქის  წოდების მიენიჭება 1. ხარაგაულის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ხარაგაულის  და ქვეყნის    წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და   ხარაგაულის წინაშე ან/და ხარაგაულთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი  მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 2. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 3🔗 საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება 1. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს : ა) საქართველოს პარლამენტის წევრს; ბ) მხარის რწმუნებულს – გუბერნატორს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას; ზ) საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა)  საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი დამოწმებული ასლი; გ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის ორი ფოტოსურათი ზომით 3x4-ზე; დ) საპატიო მოქალაქეობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე; ე) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; ვ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე    ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის   მასალები. 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა  კომისია. 4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და არსებული დოკუმენტაცია შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე. 6. საკრებულოს ბიურო ღებულობს გადაწყვეტილებას   და კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებთან ერთად წარუდგენს საკრებულოს, სხდომაზე დასამტკიცებლად. მუხლი 4🔗 საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის (საპატიო მოქალაქის) უფლებები 1. ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურებისათვის ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. 3. ხარაგაულის  საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა საპატიო მოქალაქის მოწმობა, დიპლომი და მედალი. 4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება, მოწმობის, დიპლომის და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე ,,ხარაგაულობის“ ზეიმზე  ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. მოქალაქეს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან    ფულადი ჯილდო. 6. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას, დიპლომს და  მედალს გადასცემს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 5🔗 საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის (საპატიო მოქალაქის) უფლებები 1. საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე. 2. საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში; ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ხარაგაულელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 6🔗 ხარაგაულის  საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის, დიპლომისა და  მედლის  დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა. დანართი №2           „ხარაგაულის  საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა  „ ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი            დიპლომი ------------------------------------------------             სახელი, გვარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს --------------------- №---- განკარგულებით  წელი, თვე, რიცხვი, მიენიჭა ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” წოდება და გადაეცა მედალი №----  ხარაგაული მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე         (ხელმოწერა, ბეჭედი) DIPLOMA                                     Kharagauli Municipality City Council (Resolution -------) is granting Honorary Title of Kharagaulis Citizen and awarding a medal  №----  to ----------------------  Kharagaulis Municipality City Council Chairman             (Signature, Stamp) დანართი №3        ,,ხარაგაულის  საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა  ,,ხარაგაულის  საპატიო მოქალაქის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა „ხარაგაულის   საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე ხარაგაულის  საპატიო მოქალაქე            ფოტო              მოწმობა ------------------------------------------------            სახელი, გვარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა ხარაგაულის  საპატიო მოქალაქის“ წოდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე -----------------------------   (ხელმოწერა)                                                                                                                                                  დანართი №4 ,,ხარაგაულის  საპატიო მოქალაქის” მედლის ფორმა  ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” მედალი წარმოადგენს თითბერის მასალისაგან დამზადებულ დისკოს 40მმ დიამეტრით და 3 მმ სისქით, რომლის წინა მხარეს დატანილია ხარაგაულის გერბის ესკიზი, ხოლო უკანა მხარეს წარწერა – ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქე’’ მედლის ნომრის მითითებით . ხ არაგაულის საპატიო მოქალაქის  მედალი N ხარაგაულის გერბის ესკიზი ავერსი                                                                                                                                         რევერსი