ამნისტიის შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №894-რს
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.017047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისი, 29 ივლისი 2013 წ. N894-რს | საქართველოს პრეზიდენტი |
დოკუმენტის ტექსტი
ამნისტიის შესახებ
საქართველოს კანონი
ამნისტიის შესახებ
ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პირადი და ოჯახური საიდუმლოების დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.
მუხლი 1🔗
გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საგამოძიებო ორგანოს ნებაყოფლობით ჩააბარებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერს, ტექნიკური საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას, კომპიუტერულ მონაცემს, პირადი მიმოწერის ამსახველ მასალას, საფოსტო გზავნილს, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერს, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ ან გადაცემულ შეტყობინებას ან/და მათ ასლებს.
მუხლი 2🔗
1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება), 158-ე ან/და 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 31 დეკემბრამდე, ან/და 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა) ჩაიდინა ამ კანონის ამოქმედებამდე.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც გამოიყენა ან/და გაავრცელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია, კომპიუტერული მონაცემი, პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა, საფოსტო გზავნილი, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერი, ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინება ან/და მათი ასლები.
მუხლი 3🔗
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი,
29 ივლისი 2013 წ.
N894-რს