შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2013 წლის 7 აგვისტო დაბა შუახევი |
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო
სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის
გავლის წესი
მუხლი 1.
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება ,,საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 2.
სახანძრო-სამაშველო სამსახური
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში.
მუხლი 3.
მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1.
სამსახურში მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით, ამ წესით განსაზღვრული უფლებებით და მოვალეობებით.
2.
სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს.
3.
უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.
სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში.
5.
მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
6.
სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, რომლის შეიძლება დაფინანსება შეიძლება მოხდეს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
7.
სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მომსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.
სამსახურის საშტატო რიცხოვნობა დგინდება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალურ- სამართლებირივი აქტით, ხოლო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 4.
სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობები
სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა)
სამსახურის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ)
მთავარი სპეციალისტი - უფროსის მოადგილე;
გ)
უფროსი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი;
დ)
სპეციალისტი - მეხანძრე-მაშველი, მძღოლი.
მუხლი 5.
მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
1.
სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება, რომელშიც შედის:
ა)
(უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის) სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება);
ბ)
უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურეობრივი მომზადება.
2.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო -სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას.
მუხლი 6.
სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი.
1.
სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
2.
საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
3.
სამსახურში უფროსისა და (საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე) მთავარი სპეციალისტების მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ 3 წელს. მძღოლთა თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები არანაკლები ზოგადი განათლებისა და ,,B“,,C”,,D” კატეგორიის მართვის მოწმობით.
მუხლი 7.
სამსახურში მიღების და გავლის წესი
სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა)
ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლეობა;
ბ)
იმყოფება პატიმრობაში;
გ)
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ)
სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე)
სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ)
თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ზ)
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული.
მუხლი 8.
მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
1.
მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა)
ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურეთა შეთანხმების საფუძველზე;
ბ)
თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანამდებობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან (მეთაურთა შემადგენლობის) სხვა თანამშრომელთა პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ)
დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე;
დ)
სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
2.
თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება.
მუხლი 9.
სამსახურებრივი დისციპლინა
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულებას.
მუხლი 10.
სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე,
სამსახურის უფროსი ვალდებულია:
ა)
შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურის ტარების, კვალიფკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები;
ბ)
ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ)
უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ)
პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 11.
წახალისება
1.
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.
2.
დასაშვებია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
მუხლი 12.
დისციპლინარული სასჯელი
1.
თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინარული გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელის ფორმები.
2.
ერთი დისციპლინარული გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინარული სასჯელის მხოლოდ ერთი ფორმა.
მუხლი 13.
წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების წესი
1.
სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობის მიხედვით.
2.
უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით.
3.
წახალისების და დისციპლინარული სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4.
წახალისება და სასჯელი, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით. მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება გამოცხადდეს ზეპირადაც. წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოეხსნას ზეპირად.
5.
დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობება პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
6.
დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
7.
დისციპლინარული სასჯელი ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ.
მუხლი 14.
სამსახურის უფროსის უფლება და მოვალეობა სასჯელის დადებისას
1.
თუ მოხელე უფროსის აზრით იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
2.
უფროსი, რომელმაც გადაამეტა თავისი უფლება სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინარული წესით.
მუხლი 15.
სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მომსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო
2.
ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.
მუხლი 16.
მოსამსახურეთა შვებულება
მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
მუხლი 17.
სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონის ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 18.
სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19.
მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება
1.
სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს. სამსახურის მოსამსახურეზე შეიძლება გაიეცეს ხელფასზე დანამატი სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურება ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კომპენსაციები.
2.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3.
ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20.
შეღავათები და გარანტიები
1.
მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოშო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას , მისი შენახვის და საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.