საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.025.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2013
matsne.gov.ge 382 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №120 2013 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების' მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ' ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის საფუძვლიანი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა; ე) ენერგეტიკის სფეროში იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების) მომზადების გამოცდილება როგორც ქართულ, ასევე  ინგლისურ და რუსულ ენებზე; ვ) სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის გამოცდილება; ზ) საკანონმდებლო ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“); თ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“, „საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, `სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების,  „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებისა და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების ცოდნა. 2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (საქმისწარმოების სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) დოკუმენტბრუნვის ავტომატიზებულ სისტემაში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ)  საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 თავი), „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების ცოდნა.