„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2013 წლის 7 აგვისტო ქ. ბოლნისი |
2. დებულების პირველი მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4 . დიაგნოსტიკური კვლევის 500 (ხუთასი) ლარის დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.
3. დებულების მეორე მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური დახმარება მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით.“.
5. დებულების მეხუთე მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. დებულების მეშვიდე მუხლის მეორე პუნქტი, მესამე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. დებულების მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3 . ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.
8. დებულების მეცხრე მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. დებულების მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება:
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ და ომის პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახები ( კოდი 500; 501; 600;).
ბ) ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები (კოდი 301,302, 303).
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბრისათვის ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით;
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.
10. დებულების მეთორმეტე მუხლი ამოღებულ იქნეს.
11. დებულების მეცამეტე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარებას მიიღებენ გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის აქტის საფუძველზე, რომლის შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ, დახმარებაზე გადაწყვეტილებას 1000 (ერთი ათას) ლარამდე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 1000 (ერთიათასი) ლარიდან 1500 (ერთი ათას ხუთას) ლარამდე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2013.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2013. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.158.016135.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დანტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №23, 07.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1984610/