„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
მიღების თარიღი 13.06.2011
ძალაში შესვლა 11.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №201/3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ევროპის საბჭოს სახელით ტორბიორნ ჯაგლანდი გენერელური მდივანი | საქართველოს მთავრობის სახელით მამუკა ჟღენტი ელჩი მუდმივი წარმომადგენელი |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მისი სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს მთავრობა და ევროპის საბჭო (შემდგომში - მხარეები),
ითვალისწინებენ რა 2010 წლის 7 ივლისს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას CM / ReS (2010)5 ევროპის საბჭოს ოფისების სტატუსის შესახებ,
ითვალისწინებენ რა 1949 წლის 2 სექტემბერს პარიზში დადებული ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმების დებულებებს (შემდგომში - GAPI), რომლის მონაწილეც არის საქართველო,
თანხმდებიან შემდეგზე:
ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში (შემდგომში - ოფისი) დაფუძნებულია თბილისში. ოფისი ანაცვლებს არსებულ ევროპის საბჭოს საინფორმაციო ოფისს თბილისში და წარმოადგენს ყველა წინამორბედი აქტივებისა და დოკუმენტაციის სამართალმემკვიდრეს. ძალაში შესვლისთანავე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ცვლის ყველა აქამდე დადებულ შეთანხმებას, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოს არსებობასთან საქართველოში.
ოფისის მთავარი მიზნებია:
წარმოადგინოს გენერალური მდივანი მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებთან;
ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკას და საქმიანობას, ისევე როგორც ევროპის საბჭოს ორგანოებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ევროპის საბჭოს წევრობასთან;
ევროპის საბჭოს მიზნობრივი თანამშრომლობითი საქმიანობის დაგეგმვის, მოლაპარაკებების და დროულად იმპლემენტაციისათვის, რომელიც მოიცავს ევროპის კავშირთან და სხვა დონორებთან ერთობლივ პროგრამებს, რჩევის მიცემა, მხარდაჭერა და ეროვნულ ხელისუფლებასთან საერთო ადგილობრივი კოორდინაცია.
სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, საჭიროებების იდენტიფიკაციის ხელშეწყობა ინსტიტუციონალიზმის გასაძლიერებლად.
სახსრების მოზიდვის პროცესის განხორციელება სპეციფიკური პროექტებისათვის;
ქვეყანაში მიმდინარე საქმიანობებისთვის კოორდინაციის გაწევა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ერთად (ევროკავშირი, ეუთო, გაერო), ისევე როგორც ქვეყანაში მოქმედ სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად;
აქტიური მედიაპოლიტიკის გატარება, რათა საზოგადოებაში ამაღლდეს ორგანიზაციის ცნობადობა, მისი ღირებულებები და საქმიანობები.
ოფისის მანდატი მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ოფისი თავის საქმიანობას განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
ოფისის დაკომპლექტებულია ევროპის საბჭოს თანამდებობის პირებით (შემდეგში - ოფისის თანამდებობის პირები), რომლებიც არიან ევროპის საბჭოს თანამშრომლები, გაწვეულნი და დასაქმებულნი ევროპის საბჭოს საკადრო რეგულაციებისა და შინაგანაწესების მიხედვით.
ევროპის საბჭო რეგულარულად ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისის თანამდებობის პირების სახელებს, ფუნქციებს და კატეგორიას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ნიშნავს ოფისის ხელმძღვანელს, რომლის კანდიდატურა წინასწარ წერილობითი ფორმით იქნება წარდგენილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი.
ოფისზე და მის თანამდებობის პირებზე ვრცელდება GAPI-ის დებულებები.
ოფისს აქვს სამართლებრივი უფლებაუნარიანობა და შესაძლებლობა გააფორმოს კონტრაქტები, მოძრავი ქონების შეძენის და განკარგვის, სამართალწარმოების დაწყების, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშების გახსნის და ფლობის მიზნით.
ოფისი, მისი ქონება და აქტივები სარგებლობენ იმუნიტეტით ყველა სახის სამართლებრივი პროცესისგან, გარდა იმ კონკრეტული შემთხვევებისა, როდესაც მინისტრთა კომიტეტი მკაფიოდ გასცემს უფლებამოსილებას იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ. იმუნიტეტზე უარის თქმა არ უნდა გავრცელდეს რაიმე აღსრულების ან ქონების ჩამორთმევის ღონისძიებებზე.
ოფისის შენობა-ნაგებობა არის ხელშეუხებელი. მისი საკუთრება და აქტივები სარგებლობენ იმუნიტეტით ადმინისტრაციული, სასამართლო ან საკანონმდებლო ღონისძიებების მხრიდან ჩხრეკის, რეკვიზიციის, კონფისკაციის, ექსპროპრიაციის ან ნებისმიერი სხვა ფორმის ჩარევისაგან.
საქართველოს ხელისუფლებას ოფისის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ეძლევა მხოლოდ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ან ოფისის ხელმძღვანელის გამოხატული თანხმობის ან მოთხოვნის საფუძველზე. ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა ბუნებრივი სტიქიის შემთხვევაში ოფისის ხელმძღვანელის თანხმობა იგულისხმება.
ოფისის არქივი და დოკუმენტაცია, რომელიც მის საკუთრებას ან მფლობელობას წარმოადგენს, ხელშეუხებელია, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ის.
მასპინძელი ქვეყნის საფინანსო კონტროლით, რეგულაციებით ან ნებისმიერი სახის ფინანსური მორატორიუმით შეზღუდვის გარეშე:
ოფისს შეუძლია იქონიოს ნებისმიერი ვალუტა და მართოს საბანკო ანგარიშები საქართველოში ნებისმიერ ვალუტაში;
ოფისს შეუძლია თავისუფლად გადარიცხოს მისი თანხები ერთი ქვეყნიდან მეორეში ან საქართველოს ფარგლებში და დააკონვერტიროს მისი კუთვნილი ნებისმიერი ვალუტა ნებისმიერ სხვა ვალუტაში;
a და b ქვეპარაგრაფებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისას, ოფისი ანგარიშს უწევს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მითითებას და ასრულებს მათ, თუ ეს ოფისის ინტერესებს არ მიაყენებს ზიანს.
ოფისი, მისი აქტივები და სხვა ქონება თავისუფლდება:
ყველა პირდაპირი გადასახადებისგან; ოფისი არ თავისუფლდება ტარიფებისგან, გადასახადებისგან და მოსაკრებელისგან, რომელიც დაწესებულია საჯარო კომუნალური მომსახურებისათვის.
წარმომადგენლობის ოფიციალური სარგებლობისათვის საჭირო ნივთების იმპორტსა და ექსპორტზე ყველა იმპორტის გადასახდელებისგან, აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან. ასეთი სახით გათავისუფლებული იმპორტირებული ნივთები არ გაიყიდება იმ ქვეყანაში, სადაც მათი იმპორტი მოხდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამაზე არსებობს მთავრობის ნებართვა.
ოფისის პუბლიკაციებთან დაკავშირებულ იმპორტსა და ექსპორტზე დაწესებული ყველა იმპორტის/ექსპორტის გადასახდელებისგან, აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან.
ოფისის ოფიციალური კორესპონდენცია და ოფისის თანამდებობის პირების სხვა ოფიციალური საკომუნიკაციო საშუალებები ხელშეუხებელია. ოფიციალური კორესპონდენცია ნიშნავს ოფისის ფუნქციებთან დაკავშირებულ ყველა კორესპონდენციას.
საქართველოს მთავრობა ნებას რთავს და იცავს ოფისის თავისუფალ კომუნიკაციას, რომელმაც შეიძლება გამოიყენოს საკომუნიკაციო არხები, საშუალებები და მომსახურება, რაც საჭიროა სრული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. ოფისს შეუძლია, საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, გამოიყენოს ელექტრო-მაგნიტური სპექტრი ოფისის სამუშაოდ, და იღებს ვალდებულებას ითანამშრომლოს საქართველოს შესაბამის უწყებებთან ლიცენზიების უზრუნველსაყოფად. ოფისს არ აქვს უფლება ისარგებლოს სამაუწყებლო სიხშირეებით.
პირადი კორესპონდენცია და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული კორესპონდენცია მიიჩნევა როგორც ოფისის თანამდებობის კომუნიკაცია და, როგორც ასეთი, უნდა სარგებლობდეს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებებით.
ოფისის თანამდებობის პირები, გარდა ადგილობრივი თანამშრომლებისა, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით:
სარგებლობენ იმუნიტეტით სასამართლო პროცესზე მათ მიერ თავიანთი ოფიციალური უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებებისა და წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან მიმართებაში.
თავისუფლდებიან ევროპის საბჭოს მიერ გადახდილი ხელფასისა და გასამრჯელოს საშემოსავლო გადასახადებისგან;
სარგებლობენ იმუნიტეტით თავიანთ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად საიმიგრაციაო შეზღუდვებისა და უცხოელების რეგისტრაციაზე.
ენიჭებათ იგივე პრივილეგიები უცხოური ვალუტის გაცვლასთან მიმართებით, როგორიც შესაბამისი რანგის წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი მთავრობის დიპლომატიური მისიის ნაწილს.
ეძლევათ მათ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად იგივე რეპატრიაციის შესაძლებლობები საერთაშორისო კრიზისის დროს, როგორც დიპლომატიურ კორპუსს.
აქვთ უფლება ქვეყანაში პირველად თანამდებობაზე დანიშვნისას მოახდინონ კუთვნილი ავეჯისა და ნივთების გადასახადის გარეშე იმპორტირება და იგივე გადასახადების გარეშე რეექსპორტი თავიანთ საცხოვრებელ ქვეყანაში.
ოფისის თანამდებობის პირები, მათ შორის, მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან ადგილობრივად დაქირავებულნი, სარგებლობენ 15a და 15b ქვეპარაგრაფების მიხედვით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.
პრივილეგიები და იმუნიტეტები ოფისის თანამდებობის პირებს ენიჭებათ ევროპის საბჭოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა მათი პირადი სარგებლობისთვის. გენერალურ მდივანს აქვს უფლება და მოვალეობა უარი განაცხადოს ნებისმიერი თანამდებობის პირის იმუნიტეტზე ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მისი აზრით, ეს იმუნიტეტი ხელს უშლის სამართლიანობის დადგენას და უარის თქმა ევროპის საბჭოს ინტერესებს ზიანის არ აყენებს.
ნებისმიერი დავა ოფისსა და ფიზიკურ პირებს შორის საქონლით მომარაგებას, მომსახურების გაწევას ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც შეძენილია ოფისის სახელით, გადაეცემა არბიტრაჟს მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული გენერალური მდივნის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული ბრძანების შესაბამისად.
ოფისის ფუნქციონირება დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ასიგნებებით დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში და ასევე, საჭიროებისამებრ, გარე-საბიუჯეტო წყაროებით თანამშრომლობის პროგრამების განსახორციელებლად.
ოფისი და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ევროპის საბჭოს განმასხვავებელი ნიშანი წარმომადგენლობის შენობასა და სატრანსპორტო საშუალებებზე.
იმ შემთხვევაში, თუ ოფისი ოფიციალური სარგებლობისთვის შეიძენს საქონელს ან მომსახურებას იმ ფასად, რომელიც შეიცავს გადასახადებს, საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის ადმინისტრაციულ ზომებს, რათა გაათავისუფლოს ის გადასახადისგან ან აუნაზღაუროს მას დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ).
იმ დებულებებზე დამატებით, რომელიც GAPI-შია მოცემული, წარმომადგენლობის თანამდებობის პირები:
a. არ ექვემდებარებიან საქართველოს სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ნორმებს.
b. საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ მათ მეუღლეებთან და მათზე დამოკიდებულ ნათესავებთან ერთად შესაბამის საცხოვრებელ ნებართვას მათი საქართველოში აკრედიტაციის პერიოდის განმავლობაში.
23. ევროპის საბჭოს სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირდებიან და ატარებენ დიპლომატიურ სანომრე ნიშნებს და აქვთ შესაბამისი მესამე მხარის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
24. ოფისის თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადგილობრივ კანონებს და თავი შეიკავონ ოფისის მანდატით გაუთვალისწინებელი საქმიანობების განხორციელებისგან.
25. ადგილობრივი კონტრაქტორები და მომსახურების გამწევი პირები, რომლებთანაც ოფისს დადებული აქვს ხელშეკრულებები ექვემდებარებიან ადგილობრივ კანონმდებლობას და წესებს.
26. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები მხარეთა შორის შეთანხმებით. ასეთი ცვლილება ძალაში შევა წერილების გაცვლის საფუძველზე და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მთავრობისგან ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დამთავრების შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან.
27. მხარეთა შორის ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები მოგვარდება დიპლომატიური გზებით.
28. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი იდება ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ენა თანაბრად აუთენტურია. იგი ძალაში შედის ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მთავრობისგან ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დამთავრების შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან. იგი მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობში და განახლდება ყოველწლიურად ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეტყობინებით ურთიერთგაგების მემორანდუმის განახლების შესახებ მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, რასაც მოყვება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ან სტრასბურგში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანხმობის წერილი, რომელიც გაეგზავნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ მცირე 4 თვით ადრე.
29. თითოეულ მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, რის შედეგადაც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
30. ძალაში შესვლამდე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გამოიყენება დროებით მხარეების მიერ წერილების გაცვლის შედეგად დადგენილი თარიღიდან, რაც მოყვება ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას. თუმცა, დროებითი მოქმედება შეწყდება იმავე წლის დეკემბრის თვის ბოლოს, თუ სხვა რამ არ გადაწყდა მხარეთა მიერ ოფიციალური წერილების გაცვლის საფუძველზე.
შესრულებულია სტრასბურგში, ორ დედნად ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
ევროპის საბჭოს სახელით
ტორბიორნ ჯაგლანდი
გენერელური მდივანი
საქართველოს მთავრობის სახელით
მამუკა ჟღენტი
ელჩი
მუდმივი წარმომადგენელი