თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.08.2013
ძალის დაკარგვა 23.03.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.163.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ხის № | მერქნიანი სახეობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2013 წლის 9 აგვისტო
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი“ დანართი №2-ის შესაბამისად;
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესის მიზანი
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
3. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
5. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე;
8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
10.მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში– აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
17.სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
19. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
თავი II. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები
მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები
1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები
1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია:
ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არა უმეტეს 20%-ისა.
მუხლი 5🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა
1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა) უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.
3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება.
მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. გავლითი, გამოხშირვითი და გაწმენდითი ჭრების განხორციელების პროცესში ჭრაში დაუნიშნავი ხეების სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტით დაზიანება არ უნდა აღემატებოდეს დარჩენილი ხეების 3%-ს.
2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.
მუხლი 7🔗. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა
1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მიერ.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
5. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ძირობრივ აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები(თითოეული ხის მოცულობის მიხედვით).ხეები იდამღება ფესვის ყელთან ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით და მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი, ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
6. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახული მონაცემებთან,სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში,გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
7. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილებაში, ხოლო მეორე ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან.
8. ჭრა არ ხორციელდება,როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში, ჭრა ხორციელდება აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.
9. თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილების მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
10. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ნაკლოვანებები აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.
მუხლი 8🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით
1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით, გამოკვლევას ატარებს ზედამხედველობის განყოფილება.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები
1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მიერ.
2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:
ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;
ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;
გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;
დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება;
ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.
3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.
4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.
5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს შესაბამისი სამსახური.
მუხლი 10🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა
1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგემბა მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
მუხლი 11🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები
1. აღდგენის ფორმებია:
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.
მუხლი 12🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას
1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.
მუხლი 13🔗. სპეციალური ჭრა
1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მიერ, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება
1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს:
ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით;
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეულ მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან.
5
+
+. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე.
მუხლი 15🔗. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა
1. მოსაჭრელი ხეების უბანი ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 14-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
მუხლი 16🔗. მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნა
1. ხეები ერთეულად ინიშნება ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის 13-ე მუხლის პირველი პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
მუხლი 17🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა
1.სპეციალური ჭრის განხორციელებისას,საჭიროების შემთხვევაში,შესაძლებელია ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული ხეების გადარგვა.
2. ხეების გადარგვა ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
მუხლი18. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა
1.ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3. ზედამხედველობის განყოფილებას უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
4. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას , მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი პირი.
5. ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
6. ზედამხედველობის განყოფილების მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ მომსახურების სააგენტოს.სააგენტოსათვის გადაცემამდე ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.
7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი პირი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ს.ს.ი.პ მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვას.
თავი III. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
მუხლი 23🔗. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება
1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვისა, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის.
2. აღრიცხვის უწყისს ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური.
3.თელავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილება ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.
4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ.
დანართი №2
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი
თელავი ------------------------, დასახლება ----------------------,
სამცველო № --------, კვარტალი № ------ ლიტერი (ლიტერები) ------- ფართობი ---ჰა,
სიმაღლის თანრიგი ---------- ჭრის სახე -------------------აღრიცხვის მეთოდი ------------
მოსაჭრელი ხეების უბნის კოორდინატები ---------------------------------------------------
ხის №
მერქნიანი სახეობა
დიამეტრი სმ
სულ ხის მოცულობა, კბმ
შენიშვნა
1
2
3
4
5
სულ:
აღრიცხვის უწყისის შემდგენი ----------------------------------------------------------------------- ბ.ა.
აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი ---------------------------------------------------
აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ---------------------------------------- ბ.ა.