„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016444
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №43

2013 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/07/2013, სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016439) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია: პროკურატურის ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი; პროკურატურის მუშაკთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა; აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; პროკურატურის მუშაკთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მთავარი პროკურორისთვის წარდგენა; პროკურატურის მუშაკებში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის მუშაკთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მთავარი პროკურორისთვის  შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში; იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარი პროკურატურის  გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;  იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა; კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში  მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება; საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულებასთან და უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება; საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი